1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღეს "თბილისობის" დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

TBILISOBA 

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქისადმი მიძღვნილი „თბილისობის“ დღესასწაული წელს აღინიშნა 4 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. მრავალეროვანი ქალაქის ტრადიციული დღესასწაული მისი ყველა მაცხოვრებლის საერთო სიხარულისა და სიყვარული გამოხატულებაა. შესაბამისად, სავსებით გასაგებია, რომ ღონისძიებები კონცენტრირებული იყო ქალაქის კოლორიტულ უბანში - აბანოთუბანში, სადაც გვერდიგვერდაა აღმართული ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების სამლოცველო.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა (კოორდინატორი: ლევონ ჩიდილიანი, სამხატვრო ხელმძღვანელი: აველ ოგანეზოვი ) „თბილისობაში“ მონაწილეობის შემოთავაზება მიიღო ქალაქის მერიის რეჟისორისა და ორგანიზატორისაგან, ზურაბ გუგუშვილისაგან, და საკონცერტო პროგრამაში ჩართო ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებელი.

ქალაქის ზეიმში "ჰაიარტუნ“ ცენტრი " ნერსეს შნორჰალი“ მოზარდთა გუნდი, ხელმძღვანელის მარა აბულიანის თაოსნობით, გამოვიდა ორი სიმღერის შესრულებით, ესენია: კომპოზიტორ ცნობილი კომპოზიტორის არმენ ტიგრანიანის, რომელმაც წლების მანძილზე თბილისში გაიკვალა შემოქმედებითი გზა, სიმღერა „ამპი ტაკიც“, „ანუშ“ ოპერიდან, და რევაზ ლაღიძის „თბილოსოს“ ქართული და სომხური შესრულებები. ღონისძიების ხელმძღვანელთა მხრიდან განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიიღო ამ უკანასკნელის შესრულებამ. საზეიმო ღონისძიებებში დედაქალაქის ჰიმნად გამოცხადებული სიმღერა „თბილისო“ პირველმა შეასრულა ცენტრის მოზარდთა გუნდმა.

აუდიტორიის თბილ მიღება დაიმსახურეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი "ჯეირან“ და „მუშ“ ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმოდგენილმა ცევკებმა „კრუნკნერ“, „ტავიღ“ და „ჰაი, ჰაი“ (ქორეოგრაფი: სვეტლანა ერიციანი ) და ინდივიდუალური შემსრულებლი ანი ღუშჩიანის მიერ საიათ ნოვას „დუნ ენ ჰურინ ის“ სიმღერის ლამაზმა შესრულებამ. მიუხედავად ცივი და ცუდი ამინდისა, "თბილისობის" დღესასწაული გაგრძელდა გვიან ღამემდე.

IMGP2689 IMGP2426 IMGP2624 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)