საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გაიხსნა დოლის სწავლების კლასი |
15 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა ხალხური საკრავის, დოლის, კლასის საზეიმო გახსნა. სრ დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელშეწყობით, 7-15 წლის ასაკის თბილისელ სომეხ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეისწავლონ სომხური ხალხურ საკრავზე - დოლზე, დაკვრის ოსტატობა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სომეხი მოზარდები, რომელთაც სწავლის სურვილი აქვთ, მათი მშობლები, ასევე ხალხური საკრავებით დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან წარადგინა კლასის პედაგოგი რობერტ კაშავანიძე, ვინც მედოლეა და მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა ხალხურ ანსმბლებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან. ცენტრის კოორდინატორმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის და სრ დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერა და მფარველობა კურსების ორგანიზებისა და ინსტრუმენტებით კლასის უზრუნველყოფის საქმეში. დოლის კლასის გახსნას მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიაი, გაიხსენა ხალხური სიმღერისა და მუსიკის გავრცელების ერთგული, ეროვნულ საკრავებზე დაკვრის ოსტატი ცხონებული მუკუჩ ღაზარიანი, ვისი ძალისხმევით თბილისში შეიქმნა და მოქმედებდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „საიათნოვა“, და რომლის მედოლე თავის დროზე იყო დღევანდელი მასწავლებელი. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ეროვნული საკრავების ოსტატურ ფლობას და მისი კურთხევა უბოძა კურსებს. „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაველ ოგანეზოვმა ხაზი გაუსვა ეროვნულ საკრავზე - დოლზე, პროფესიულად დაკვრის სწავლის აუცილებლობას. სამხატვრო ხელმძღვანელის სიტყვებით, კლასის მოსწავლეებისათვი ამჟამად დოლის კლასში ირიცხება 12 მოწაფე. აქვე დავძენთ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში დუდუკის კლასიც მოქმედებს.
|