საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა - შალვა ნათელაშვილმა გააცნო საკუთარი საარჩევნო პროგრამა საქართველოს სომხურ სათვისტომოს |
2013 წლის 18 ოქტომბერს საქართელოს საპრეზიდენტო კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი სტუმრობდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრ „ჰაიარტუნს“, სადაც იგი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. ქალბატონი ნინო ბურჯანაძის შემდეგ, ბატონი შალვა იყო მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც საკუთარი საარჩევნო კამპანიის კონტექსტში შეხვდა სომხურ სათვისტომოს, „ჰაიარტნის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა-დისკუსიების ციკლის ფარგლებში. შეხვედრის დასაწყისში ბატონმა შალვამ გააცნო ამომრჩეველს საკუთარი ხედვა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას, კავკასიის რეგიონის ქვეყნების კონსოლიდაციას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმების აუცილებლობას, და სხვ. ამასთანავე, ბატონმა შალვამ აღნიშნა სომეხი და ქართველი ერების მრავალსაუკუნოვან პრეზენტაციის შემდეგ სტუმარმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა და მზადყოფნა გამოთქვა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც მიიღოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრაში. |