1geo

fb you od

სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს სომეხ ახალგაზრდებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

armenian university 

ამა წლის 3 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენთა შეხვედრა საქართველოს სომეხ    ახალგაზრდებთან. ერევნიდან ჩამოსული უნივერსიტეტის მისაღებ საკითხთა ოფისის კოორდინატორმა კარინე სათამიანმა, კომუნიკაციის სამსახურის წარმომადგენელმა ტათევიკ ვარდანიანმა და ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგემ ვაჰრამ ღუშჩიანმა დეტალურად წარმოადგინეს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში დანერგილი მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროგრამების და დიპლომის უპირატესობები. დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებით მოქმედი ამერიკული უნივერსიტეტი აშშ-ში აკრედიტებული, სრ სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალმხრივ განათლებას. უნივერსიტეტი აკმაყოფილებს დასავლურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ყველა სტანდარტს, აღიარებულია რეგიონში, აქვს ბაკალავრის ოთხწლიანი პროგრამები, ასევე რვა სამაგისტრო პროგრამა.

საუბარი იყო ამერიკული სტილიგანათლების უპირატესობებზე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ახალი ტიპის აზროვნების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას, ანალიზს, პრობლემის გადაჭრის თეორიული და პრაქტიკული ვარიანტების ერთობლიობაში წარდგენას. სწავლება მიმნდინარეობს ინგლისურ ენაზე და, სრ მოქალაქეთა მსგავსად, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სომხური წარმოშობის აბიტურიენტთათვის გარანტირებული სწავლის გადასახადის 50-პროცენტიანი ფასდაკლება.

შემდეგ გამომსვლელები კითხვა-პასუხი რეჟიმში გაეცნენ თბილისელ სომეხ ახალგაზრდების ინტერესთა სფეროებს, კომენტარი გაკეთეს სირთულეები დაძლევის გზებს, პრიორიტეტულად დაასახელეს აკადემიური მოსწრების მაღალი დონე. ისაუბრეს ასევე სწავლის პერიოდში გაჩენილი მატერიალური სირთულეების დაძლევის გზებზე.

დარბაზში მყოფმა ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა ჩამოსულ სტუმრებს დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც მიიღეს კომპეტენტური პასუხები და მხარდაჭერის მზადყოფნა.
  

armenian university2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)