1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1

16 ნოემბერი გამოცხადებულია ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ. ის ყოველწლიურად აღინიშნება და მას ეძღვნება სხვადასხვა ღონისძიებები, კულტურათა და ცივილიზაციათა შორის პატივისცემ, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენების ნიშნად.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა ღონისძიებათა კვირეულით, რომელშიც ჩართული იყო მრავალეროვანი საქართველოს სხვადასხვა მხატვრულ ჯგუფები და ანსამბლები. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით საკონცერტო პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრი წმიდა ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდი, მარია აბულიანის ხელმძღვანელობით, პიანისტი - კარენ მირზოიანი.

გუნდი გამოვიდა სამი სხვადასხვა ჟანრის საგუნდო სიმღერის შესრულებით. შესრულდა კომიტასის დამუშავებით სმბატ შაჰაზიზის სიმღერა „სიზმარი“, „ანუშის არია“ არმენ ტიგრანიანის ოპერიდან „ანუშ“და რობერტ ამირხანიანის „დინგ-დონგი“. გუნდის შესრულებები დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ოვაციებით.

კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ ოგანეზოვი, ეპარქიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი, სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, სტუმრები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა 16 ნოემბერს თბილისის სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს რეინტეგრაციის საკითხების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, თბილისი სხვადასხვა სათემო ორგანიზაციებ წარმომადგენლები, სტუმრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, ეპარქიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი.

ღონისძიებაზე გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების გუნდი, ლუიზა ვარდანოვას დირიჟორობით. გუნდის შესრულებით მაკარ ეკმალიანის „ოვ ჰაიოც აშხარ“ სიმღერამ დაიმსახურა აუდიტორიის თბილი მიღება.

აქვე დავძენთ, რომ 1995 წლ 16 ნოემბერს იუნესკომ მიიღო დეკლარაციტოლერანტობის პრინციპებშესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 1996 წლიდან 16 ნოემბერ აღინიშნება როგორც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.

 IMGP6299 IMGP6255 IMGP6265 

 IMGP6207

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)