1geo

fb you od

მინიატურულ ნამუშევართა გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1

17 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს მხატვართა კავშირის ინიციატივით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა თბილისელი სომეხი მხატვრების მერუჟან შაუმიანისა და გოჰარ ჰაკობიანის მინიატურულ ნამუშევართა შესანიშნავი გამოფენა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, სულიერი მამები, საქართველოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მინიატურულ ნამუშევართა თაყვანისმცემლები და დამფასებლები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან მიულოცა გამოფენის ავტორებს უნიკალური ნაშრომების შექმნა და საზოგადოების წინაშე წარდგენა. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა მისასალმებელ სიტყვაში მინიატურა შეაფასა როგორც სიტყვა ღმერთისა, ადამიანისადმი მიმართული, ასევე ადამიანის ლოცვა. მან არქიტექტურას, ხაჩქარსა და მინიატურას უწოდა ის სასწაულმოქმედებები, რომელიც სომხურმა ხელოვნებამ უბოძა სამყაროს.

ისტორიოგრაფიის შემცვლელი მინიატურის განვითარების საინტერესო გზა წარმოადგინა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა.

სომეხი მინიატურისტების მოსალოცად იყო მოსული საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. მან მინიატურას უწოდა ქრისტიანული ცივილიზაციის მაღალი დონე, სომხებისა და ქართველების ხელოვნებათა დაახლოებას კი - ჭეშმარიტი გზა, რომელსაც მივყავართ მეგობრობის გაძლიერებისკენ.

მინიატურებს მაღალი შეფასება მისცეს ასევე პოეტმა მარინა მოსესოვა-კირაკოსიანმა და ექიმმა ლუარა აბრამიანმა.

მინიატურა პასპორტია და საგზური, რომელსაც ხალხი მიჰყავს ცივილიზებულ სამყაროში, ვინაიდან ის დამწერლობის შექმნასთან ერთად შექმნილი და ათასწლეულების განმავლობაში შემონახული და ცივილიზაციამდე მოსული ხელოვნებაა, - აღნიშნა გამოფენის ავტორმა გოჰარ ჰაკობიანმა და მადლობა მოახსენა დამსწრეებს მისი ნამუშევრების ასეთი მაღალი შეფასებისათვის.

ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს მისი კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის ლიდერი სიტყვაში შეეხო მინიატურის სომხურ სკოლებს, სარგის პიწაკსა და თოროს როსლინს, მერუჟან შაუმიანის და გოჰარ ჰაკობიანის ნამუშევრებს კი უწოდა ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშები. ეპარქიის ლიდერმა განაცხადა, რომ ქართველებისა და სომხების ხელოვნება ღვთაებრივია, ვინაიდან ზეციდან მოდის კედლის მხატვრობის, მინიატურის საყოველთაო ბუნება, იქ კი, სადაც სილამაზე იქმნება, ღმერთია დამსწრე, იქ სადაც ღმერთია, იქ ეკლესიაა. ეკლესია ხალხია, მისი შვილები, რომლებიც ქმნიან სასწაულებს, დაასრულა წინამძღვარმა.

წმიდა მამის შეთავაზებით, 30 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონის ღარსლიან კულტურის სახლის გახსნა შედგება ამ მინიატურული ნამუშევრების გამოფენით. გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურულ ნამუშევართა გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაგრძელდება 28 ნოემბრამდე.

 

IMGP6846 IMGP6852 IMGP6880  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)