1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში სტუმრობდნენ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის - " IWAG"- ის ( საქართველო) წევრები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1

20 ნოემბერს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (საქართველო) წევრები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრს. ასოციაციის წევრების - საქართველოში სრ ელჩის მეუღლის ქალბატონ არმინე მანუკიანისა და ელჩიმოადგილის მეუღლის ლუსინე აფიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირთან თანამშრომლობით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, მოეწყო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარე მართა ფერერ ლიუბექი, საბჭოს წევრები - ნანა დვალი, გვანცა ჟურული, ბენგიუ აქჩარდაქ ქიუჩუქი, ასოციაციის სხვა წევრები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალბატონი არმინე მანუკიანი, საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატთა მეუღლეები, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრები, „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლის დირექტორი ჟანა დავთიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, სტუმრები. მინიატურისტების გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურულმა ნამუშევრებმა, მხატვარ ირენა ოჰანჯანოვას ხელნაკეთმა საოცარმა თოჯინებმა და მილენა კვაჭანტირაძის ფანტაზიით აწყობილმა სამკაულებმა მოხიბლეს დამსწრეები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლუსინე აფიანმა და წარადგინა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი. ეს უკანასკნელი მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებიდან დღემდე განვლილ გზაზე, ნათქვამის ეკრანზე ნაჩვენები სურათებით დადასტურებით.

შეხვედრა მიმდინარეობდა „ანი“ (ქორეოგრაფი - ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) და „ჯეირან“ (ქორეოგრაფი - სვეტლანა ერიციანი) ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებებით და ინდივიდუალური შემსრულებლების - ანი ღუშჩიანისა და ჰენრიხ პეტროსიანი გამოსვლების თანხლებით.

სტუმრები აშკარად გააკვირვა მხოლოდ სამი წლის ისტორიის მქონე „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარებულმა ასეთმა ფართომაშტაბიანმა სამუშაოებმა და გაწეულმა საქმიანობამ.

უცხოელქალბატონები აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურული ნამუშევრების გამოფენა, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხურმა სტუმართმოყვარეობმ, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „შუშანიკ“ კავშირის წევრს ამალია არუთიუნიანს. შეხვედრა მიმდინარეობდა მილენა ჰოვანისიანის ბრწყინვალე თარგმანით, სომხეთის კადრების ჩვენებითა და ამაღელვებელი მუსიკის თანხლებით (სამხატვრო ხელმძღვანელი - პავ ოგანეზოვი, ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი).

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხური ორგანიზაციების სტუმართმოყვარეობას და უნიკალურ მიდგომა.

 

IMGP6925 IMGP6934 IMGP7030 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)