1geo

fb you od

„ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო ანსამბლი გამოვიდა საანგარიშო კონცერტით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ns

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მორიგი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო ანსამბლი 26 დეკემბერს წარსდგა საანგარიშო კონცერტით.

საბავშვო ანსამბლი ჩამოყალიბდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებასთან ერთად. ღვაწლმოსილი ქორმაისტერის - მარია აბულიანის ეფექტური ხელმძღვანელობით და პიანისტ კარენ მირზოიანის აკომპანემენტით 8-15 წლის ვაჟები და გოგონები სწავლობენ ჩვენს კლასიკურ და ხალხურ სიმღერებს, ეუფლებიან საშემსრულებლო ხელოვნებას და ნიჭიერად წარმოადგენენ სომხურ საგუნდო ხელოვნებას სხვადასხვა სცენებზე როგორც თბილისში, ასევე სომხეთის რესპუბლიკაში.

სამი თვის წინ ანსამბლი წარმატებულად გამოვიდა ერევანში ჩატარებულ „კომიტას ვარდაპეტ“ ფესტივალზე და დაიმსახურა, ცნობილი დირიჟორის ჰოვანეს ჩექიჯიანის ხელმძღვანელობით, საერთო გუნდის შემადგენლობაში სიმღერის პატივი. საანგარიშო კონცერტი მათი საახალწლო საჩუქარი მსმენელთათვის.

კონცერტს ესწრებოდნენ მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი, ეპარქიის სამღვდელოება, სამეურვეო საბჭოს წევრები,, „ჰაიარტუნ“ ცენტრის წარმომადგენლები, წრეების პედაგოგები, მშობლები და სტუმრები.

კომიტასის „ნაზანი“ სიმღერის ლამაზი შესრულებით გუნდს მიულოცა და გაამხნევა „ნერსეს შნორჰალი“ უფროსთა გუნდმა, ახალგაზრდა მუსიკოსის ჰოვანეს ჰამბარცუმიანის ხელმძღვანელობით.

შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შესრულდა კომიტასის, საიათნოვას, რობერტ ამირხანიანის, რევაზ ლაღიძისა და სხვათა სიმღერები. გუნდის წევრებისა და სოლისტების - გიორგი მაილიანისა და ედუარდ ღუშჩიანის შესრულებები გახდა გუნდის საშემსრულებლო ხელოვნების ლამაზი მოწმობა. კონცერტი მიმდინარეობდა გუნდის განვლილი გზის, გამოსვლების და წარმატებების შესახებ ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებლის ლევონ ჩიდილიანის კომენტარებით.

კონცერტის დასრულების შემდეგ მაყურებელ კურთხევის სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ეპარქიის ლიდერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში ხელოვნებისა და კულტურის როლზე, ხაზი გაუსვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად სომეხ კლასიკოსთა და ხალხური ნაწარმოებების დაუფლების აუცილებლობას. „ამ სიმღერებით განათლებას იღებს და აღიზრდება ადამიანი, მასში ყალიბდება ერთგული ქრისტიანი და სომეხი ერის ნამდვილი შვილი“, - დასძინა წინამძღვარმა.

კონცერტის ბოლოს ანსამბლის წევრებს დაურიგდათ საშობაო საჩუქრები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)