1geo

fb you od

საშობაო და საახალწლო ზეიმი «ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 nakhakrdaran

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ზამთრის ტყეს დამსგავსებოდა, „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები კი, მათი საინტერესო ფორმებით, ზამთრის სიცივეში მცხოვრებ ტყის „ცხოველებად“ იყვნენ ქცეულნი. და აი ამ ტყეში პატარები უნდა დახვედროდნენ თოვლის ბაბუას, რომელიც მათთან საშობაო საჩუქრებითა და საახალწლო მოლოცვებით უნდა მოსულიყო.

სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის ზეიმი-„ზამთარი“, დაიწყო „მამაო ჩვენოთი“ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. დარბაზში ადგილები ეკავათ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქველმოქმედ, რუსეთში მცხოვრებ ბორის სააკოვს, ქალიშვილთან - იულიასთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებს, ეპარქიის სამღვდელოებას, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორს, მშობლებს, სტუმრებს.

პატარების მისალმების შემდეგ დაიწყო წარმოდგენა-ზეიმი. დარბაზის უჩვეულო გაფორმებას ავსებდა „ნაძვების“, ტყის „მაცხოვრებლებ“ მხიარული სიმღერა, ცეკვა, ლამაზი ლექსები. წრუწუნას, მელასა და მგლის, კურდღლების, დათვებისა და მათი ბელების და სხვა ცხოველების ზამთრის ცივი დღეების ერთად გატარების მზადყოფნა სინამდვილედ იქცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობლების სპარტაკ და გაიანე მკრტჩიანების ქველმოქმედებით ნაყიდ და „ღრმა ტყეში" მოთავსებულ პატარა სახლში. ამით ბავშვებმა აჩვენეს ერთმანეთ დახმარების, მშვიდად და მეგობრულად ცხოვრების უპირატესობა, რომელიც ბოლოს დაგვირგვინდა ხელგაშლილი თოვლის ბაბუას მოტანილი საახალწლო სასიხარულო ამბითა და ძალიან ბევრი საჩუქრის დარიგებით.

  ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებლისა და საბავშვო ბაღის გამგის ევგენია მარკოსიანის დახვეწილ გემოვნებით და ესთეტიკური წარმოსახვის უნარით ორგანიზებულ ზეიმს დამსახურებული შეფასება მისცეს ქველმოქმედმა ბორის სააკოვმა, საქართველოში სრ ელჩის მოადგილემ ვაჰაგნ აფიანმა და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ყოველთვის „ჰაიარტუნ“ ცენტრის, განსაკუთრებით საბავშვო ბაღის ზეიმები მათი ორგანიზებულობით, ლამაზი გაფორმებითა და ინოვაციები დიდ სიამოვნებას ანიჭებენ დამსწრეებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღნიშნა, რომ ბავშვების გამოსვლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ხაზგასმით აღნიშნა ნარინე ღუშჩიანის, ლალა გევორგიანის, პიანისტის ჰოვანეს შაჰნაზარიანის, ძიძის ლუსინე პოღოსიანის, სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ ოგანეზოვის შესრულებული დიდი სამუშაო და ძალისხმევა, რაც ასეთ ლამაზ შედეგს იძლევა. წინამძღვარმა მადლიერების სიტყვით მიმართა მშობლებს, რომლებსაც ქალაქის გარეუბნებიდან თავიანთი პატარები მოჰყავთ ამ სომხურ კერაში, ბავშვების სომხურად აღზრდის და ერის შვილად გაზრდის ურყევი გადაწყვეტილებით.

დასასრულს ბავშვებს გადაეცათ საშობაო საჩუქრები, აშიც თავისი წვლილი ჰქონდა შეტანილი ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის პასუხისმგებელს კარენ ერიციანსაც. საახალწლო ზეიმი „ჰაიარტუნ“ ცენტრში დასრულდა მხიარული სიმღერითა და კარგი განწყობით.

 

IMGP8452 IMGP8581  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)