1geo

fb you od

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა „ჭრაგალუიცის“ წმიდა წირვა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ch 

სომხური სამოციქულო ეკლესია ტრადიციისა და სახარებისეული გათვლების ერთგული რჩება და 6 იანვარს ერთად იხდის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს.

სომხები შობასა და ნათლისღებას ზეიმობენ 5 იანვრის საღამოს, ვინაიდან საეკლესიო დღე იცვლება საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ - 17:00 საათიდან.

5 იანვარს, საღამოს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა წაიკითხა ნაწყვეტები ბიბლიიდან, შემდეგ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა „ჭრაგალუიცის“ წმიდა ლიტურგია. ღვთისმსახურება აღავლინა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, ელჩის მრჩეველი არტაკ კალაჩიანი, ოჯახებით

ურთ, საზოგადო მოღვაწენი, ინტელიგენციის წარმომადგენლები, უამრავი მორწმუნე.

წმიდა წირვის დროს წაიკითხეს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესიაში გავრცელდა ჩვენი უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელად შობის ამბავი.

წირვის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ლიდერმა დამსწრეებს მიულოცა ჩვენი უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელად შობა, და უსურვა, რომ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინსა და მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა ღვთის ტაძრებში აი უკვე 1750 წლის განმავლობაში ზარების რეკვით გავრცელებულმა უფლის შობის სინათლემ სიყვარული, სითბო და მშვიდობა მოუტანონ ხალხის გულებსა და მთელ მსოფლიოს.

წმიდა წირვის დამსწრეებმა ეკლესიაში დანთებული სანთლები, ღვთაებრივი სინათლისა და ეკლესიის კურთხევის სიმბოლოდ სახლებში წაიღეს.

სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სამუშაო კაბინეტისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ადმინისტრაციული შენობის კურთხევის ცერემონია.

ჭრაგალუიცის“ ღვთისმსახურება ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.
 

IMGP8756 IMGP8831 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)