1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღნიშნეს ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული და ნათლისღება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

surbcnund

6 იანვარს დილიდან სადღესასწაულო განწყობა სუფევდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. შობისა და ნათლისღების დღესასწაულის წმიდა წირვა აღევლინა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვივნენ და საშობაო წმიდა წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს წევრები ნიკოლოზ ბაჩილავა, ზაალ სამადაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, საელჩოს დიპლომატები, სამეურვეო საბჭოს წევრები, მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

წმიდა წირვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესიაში გავრცელდა ჩვენი უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელად შობის ამბავი.

ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულებული წმიდა წირვის დასასრულს შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონია, წმიდა ჯვრის ნათლიობის პატივი ერგო მორწმუნე ქრისტიანს, იური ერემიანს.

ღვთისმსახურების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის წარმომადგენლებს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით სომეხ მორწმუნეთა მოლოცვისათვის. წმიდა მამამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოში დამკვიდრებულ სომეხთა ერთგულებას ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ, სომეხი ახალგაზრდების ქართულ სამხედრო ძალებში მსახურს, სომეხი პოლიციელის თავდადებას ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, სომეხი ადამიანის შემოქმედებით საქმიანობას. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ სომეხი ადამიანი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და უარყო უსამართლოდ მისი ეროვნულ უმცირესობად წოდება. ეპარქიის ლიდერმა ისაუბრა ისტორიულად საერთო სარწმუნოების მქონე ხალხების ურთიერთობებზე, სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე და დასძინა, რომ მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინი - სულიერი სამშობლო, და სომხეთის რესპუბლიკა დედა სამშობლოა მსოფლიოში გაფანტულ სომეხთათვის, რომლის ერთი ნაწილია საქართველოს სომეხთა ეპარქია.

შემდეგ შეკრებილებს ქრისტეშობა და ნათლისღება მიულოცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მან დამსწრეებს გადასცა საქართველოს პრემიერ მინისტრის მოლოცვა და განაცხადა:

მე მოვედი საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მოლოცვის გადმოსაცემად და თქვენი იმ დიდი სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც მომდინარეობს ქრისტეშობისა და ნათლისღების დიდი დღესასწაულებიდან. საქართველოს ეროვნული, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა. ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც შექმნეს აქ მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა, მათ შორის უძველესი სომეხი ადამიანია და სომხური სათვისტომო. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა და გადავცეთ მომავალ თაობებს“.

შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან ერთად, დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრში საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) მოწყობილ ტრადიციულ სომხური ქადის ფესტივალს.

დამსწრეებმა შესვეს ორი მეზობელი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის სადღეგრძელო, სტუმრებმა დამსწრეებს ისევ მიულოცეს ბრწყინვალე დღესასწაული. ფესტივალი მიმდინარეობდა სოლო შემსრულებლების - ანა პოღოსოვას, ანი ღუშჩიანის და ჰენრიხ პეტროსიანის მხიარული სიმღერების თანხლებით.

საშობაო სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა სომხური ქადით მასპინძლობით, მხიარული სიმღერითა და მუსიკით.

ქრისტეშობისა და ნათლისღების წმიდა წირვა აღავლინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში. ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის საპატიო მონაწილეობით სადღესასწაულო წირვა აღევლინა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიში და შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონია.

სადღესასწაულო წირვა აღევლინა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. წირვა აღავლინა აჭარის, გურიის და იმერეთის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე. მათ მიულოცეს სომხებს ბრწყინვალე დღესასწაული. მღვდელმა არარატ გუმბალიანმა სომეხი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა მათ მილოცვისათვის.

6 იანვარს სადღესასწაულ წირვა აღევლინა და ქრისტეშობა და ნათლისღება სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.

 

PENT1803 PENT1840 PENT2088

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)