ინფორმაცია „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლიდან |
კეთილ ტრადიციად იქცა წელიწადში ორჯერ „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლში „ღია კარის დღის“ ჩატარება, და ის უკავშირდება ოსტატის - გარი დავთიან მეთოჯინის, სახელს. ტრადიცია ამჯერედაც არ დაირღვა. 8 იანვარს „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლში „ღია კარის დღე“ იყო. ყოველგვარი წინასწარი განცხადებისა და მოწვევის გარეშე , კულტურის სახლში ხალხმრავლობა იყო. ხალხი მოსული იყო აღფრთოვანებითა და ღელვით ოსტატის ხელით შექმნილი თოჯინებისა და სხვა ნივთების გარემოში ამ კოლორიტული სახლის სიმშვენიერით დასატკბობად, გარი დავთიანთან გატარებული დაუვიწყარი წუთების გასახსენებლად. ჩამოსული იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-სა და ეგვიპტედან, ჟურნალისტები მოსკოვისა და თბილისის სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, და, რა თქმა უნდა, სომხური და ქართული ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი. ღია კარის დღეს დაესწრო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სხვა თანამდებობის პირები. საღამო იქცა გარი დავთიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მშვენიერ დღედ.
|