1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ashotyan

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით თბილისში მყოფი დელეგაცია 1 თებერვალს ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, სადაც მას დახვდა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიან, ეპარქიის სამღვდელოება, ეპარქიის განყოფილებათა პასუხისმგებლები, თბილისის სომხურ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და სათვისტომოს წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ნორაირ ღუკასიანი, სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი არტურ ბაღდასარიანი, სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორის განყოფილების გამგე ნუნე ვარდანიანი და ხ.აბოვიანის სახელობის ერევნის პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი რუბენ მირზახანიანი.დელაგაციასთან ერთად საქართველოს სომეხთა ეპარქიას ეწვია ასევე საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი.

ისინი ესტუმრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს. ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა, წარუდგინა რა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, ხაზი გაუსვა პატარების სომხური სულით აღზრდისა და მათი სომხური სკოლებისკენ გაძღოლის მიზანს. პატარები სტუმრებს დახვდნენ სრ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

სრ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულესსურბ გრიგორ ნარეკაცისსახელობის ერთდღიანი სკოლა, ესაუბრნენ მასწავლებელ თამარა გაბოიანს. დაინტერესდნენ იმ მოსწავლეთა მიღწევებით, რომელნიც აქ დადიან არასომხური სკოლებიდან.

შემდეგ სტუმრები დაესწრნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დიაკვან გევორგ ანტონიანის მიერ ჩატარებულ არმენოლოგიის გაკვეთილს, ისაუბრეს მოსწავლეთა ინტერესებზე.

სრ განათლების სფეროს წარმომადგენლებმა სანთლები დაანთეს თბილისის უძველეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.

შეხვედრა გაგრძელდა მრგვალ მაგიდასთან, სადაც განიხილეს სომხური სათვისტომოს სომხურენოვანი სკოლების, პატრიოტული აღზრდის, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების, სომხეთის ისტორიის საგნის სწავლების და სხვა საკითხებზე. მინისტრმა არმენ აშოტიანმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლებასთან შემდგარ შეხვედრებზე, სადაც განიხილეს სომხურ-ქართული ორმხრივი საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელების, ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების საკითხები.

სრ სტუმრები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკეს ერის ღირსეული შვილების საფლავები.

 

IMGP0215 IMGP0254 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)