1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა ტეარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

trndez1 

მირქმის დღესასწაული ერის ერთ-ერთი საყვარელი და მხიარული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო 13 თებერვალს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულებული წინასადღესასწაულო წირვით. ღვთისმსახურებისას მორწმუნეებმა მოისმინეს მირქმის დღესასწაულის საიდუმლო ანუ 40 დღიანი იესოს ტაძრისთვის ბოძების ისტორია, რის შემდეგაც შესრულდა სამყაროს ოთხი მხარის და სანთლების კურთხევა.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით მირქმის დღესასწაული გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ. დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიაში იმყოფებოდნენ ის წყვილები, ვინც ჯვარი დაიწერა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

ხალხის საყვარელი დღესასწაული მხიარულად გასატარებლად ეპარქიის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებებს, ცენტრის (კოორდინატორი: ლევონ ჩიდილიანი) მხარდაჭერითა და სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ ოგანეზოვის ხელმძღვანელობით, ქორეოგრაფმა ნარინე ღუშჩიანმა მომზადებული ჰქონდა მშვენიერი გასართობი პროგრამა.

ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან ხაზი გაუსვა ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების შენარჩუნებ და აღნიშვნის მნიშვნელობას, წმინდა მამამ მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რომელთა კეთილგანწყობის წყალობით საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ინარჩუნებს თავის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს. ეპარქიის ლიდერმა დააფასა ორი მეზობელი ქრისტიანული ხალხის მეგობრული ურთიერთობა.

შემდეგ გავრცელდა ეროვნული სიმღერა და ცეკვა, დაენთო სადღესასწაულო კოცონი, რომელმაც გააორმაგა სადღესასწაულო განწყობა. კონცერტს მშვენივრად წარუძღვებოდა ლიზა თოროსიანი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: ანსამბლებმა „ვანქ“ (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), „ანი“ (ქორეგრაფი ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) და „ტარონ“ (ქორეოგრაფი: ნარინე ღუშჩიანი), დოლის კლასის მოწაფეებმა (პედაგოგი: რობერტ კაშავანიძე), ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ანა პოღოსოვამ, ანი ღუშჩიანმა და ჰენრიხ პოღოსიანმა. განსაკუთრებული მადლობა გადაეცა საოჯახო წყვილს - სპარტაკ და გაიანე მკრტჩიანებს, რომელთა მფარველობით „ტარონ“ ეთნოგრაფიული ანსამბლი გამოვიდა სომხური ეროვნული ჩაცმულობით.

სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სამღვდელოების ინიციატივითა და ეკლესიის ნათლიის მხარდაჭერით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ახალდაქორწინებულებს გაუმასპინძლდნენ. მშვენიერი ზეიმი დაგვირგვინდა ლამაზი ფეიერვერკით.

14 თებერვალ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით „წმიდა ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა სადღესასწაულო წირვა.

ტეარნინდარაჯის დღესასწაული აღინიშნა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.
 

IMGP0956 IMGP1288 IMGP1303 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)