1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მსვლელობა თბილისის სურბ სარგის სამლოცველოსკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 S.sargis 

სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი მარტიროსი ძის ხსენების დღე განსაკუთრებული სითბოთი აღინიშნება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. წელს ხალხის ყველაზე საყვარელი წმიდანთაგან ერთის - სურბ სარგისის დღესასწაული აღინიშნება 15 თებერვალს. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში 14 თებერვალს შესრულდა წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება. სურბ სარგის მხედართმთავრის სურათით და ბაირაღებით, ეკლესიის კანდელაკის მღვდელ მანუკ ზეინალიანის და სამღვდელოების სხვა წარმომადგენელთა თანხლებით, მსვლელობა გაიმართა თბილისის უძველეს ხარფუხის უბნისკენ, სადაც ჯერ ისევ დგას სურბ სარგის სამლოცველოს ნანგრევები.

მომლოცველთა მსვლელობის მონაწილეებმა საგალობლების შესრულებით გაიარეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილი, მეტეხის ხიდით მიუახლოვდნენ „სურბ გევორგ“ ეკლესიას, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო ამჟამად არ მოქმედებს, ლოცვა აღავლინეს სამუშაოების წარმატებით დასრულებისათვის და გააგრძელეს მსვლელობა სამლოცველოსკენ.

უძველესი სამლოცველოს ნანგრევებთან მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა აღავლინა ლოცვა.

მომლოცველები დაბრუნდნენ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც ისინი შეუერთდნენ ასობით სხვა მორწმუნეს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლს თანახმად სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა ახალგაზრდობის კურთხევა.

წმიდა მამამ ისაუბრა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის სარგის მხედართმთავრის ჩადენილი გმირული საქმეებისა და მოწამეობის შესახებ და დასძინა, რომ სურბ სარგის მხედართმთავარი ახალგაზრდების მფარველი და მათი სიყვარულის ოცნების აღმსრულებელი წმიდანია. წმიდანის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არამხოლოდ რელიგიური რიტუალებითა და ლოცვით, არამედ სახალხო წეს-ჩვეულებებით, რაც ჩვენში სანუკვარი ტრადიციაა. წმიდა მამამ ისურვა, რომ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეკლესიაში სანთელს ანთებენ და ლოცვას აღავლენენ ლამაზი ოცნებებითა და იმედებით, სურბ სარგისი იყოს მფარველი და მისი კურთხევა არ მოაკლდეთ მათ.

წინასადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს ახალგაზრდებმა მიიღეს ნაკურთხი მარილიანი კვერები, რომელთაც უკავშირებენ თავიანთი საპატარძლოსა და სასიძოს დასიზმრებას.

15 თებერვალს, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.სურბ სარგისის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა სხვა ეკლესიაში.
 

PENT5357 PENT5383 PENT5476 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)