1geo

fb you od

თბილისელი სომეხი ახალგაზრდები დაინტერესდნენ სწავლების დისტანციური მეთოდით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP1987 

ამა წლის 23 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შეხვედრა ხაჩატურ აბოვიანის სახელობის ერევნის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მშობლიური ენის კათედრის გამგესთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატთან, დოცენტ აშოტ გალსტიანთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების პაკეტის წარმოდგენა, როგორც დასწრებულ, ასევე დაუსწრებელი სწავლებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისელი სომეხი ახალგაზრდები, მშობლები, მასწავლებლები, მომავალი აბიტურიენტები, სკოლების უფროსკლასელები.

ბატონმა გალსტიანმა დამსწრეებს დეტალურად წარუდგინა ის სიახლეები, რაც გათვალისწინებულია ხაჩატურ აბოვიანის სახელობის ერევნის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე. მან დამსწრეებს ასევე აცნობა, რომ ახალი სასწავლო წლიდან დასწრებულ და დაუსწრებელ სწავლებასთან ერთად შემოღებული იქნება დისტანციური სწავლება, რომელიც აპრობირებული და ეფექტური მეთოდია და ახალგაზრდებს დისტანციური ონლაინ სწავლებით განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

ინოვაცია დაინერგება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს დიასპორაში ეროვნულობის შენარჩუნებას.

დოცენტმა გალსტიანმა სიამოვნებით და საფუძვლიანად უპასუხა დამსწრეთა ყველა შეკითხვას. ეროვნული პედაგოგიური უმაღლესი განათლების შესახებ ინოვაცია მიღებულიქნა დიდი ენთუზიაზმით.
 

IMGP1978 IMGP1982 IMGP1989 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)