2014 წლის 4 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში გაიმართა საქართველოს რელიგიური გაერთიანებების ლიდერთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის არქიეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
შეხვედრაზე განხილულიქნა საქართველოს მთავრობისთვის თხოვნით მიმართვის საკითხი, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას, რათა ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიმღებ ორგანიზაციათა სიაში ჩართონ სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც, რომლებიც ასევე დაზარალდნენ საბჭოთა პერიოდში. მიღებულიქნა გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანებებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი ყოველთვიური შეხვედრების გამართვის შესახებ, იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც აინტერესებს ორივე მხარეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტთან სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი.
|