სამი წიგნის პრეზენტაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
ამა წლის 23 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სტუმარი იყო ერევნიდან ჩამოსული ჟურნალისტი თათულ ჰაკობიანი. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თბილისის სომეხ საზოგადოებრიობას თავის სიტყვაში გამომსვლელმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფონდში დამკვიდრებულია საზოგადოებასთან შეხვედრების მეშვეობით წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენის ჩვევა. ამჯერად ის გამოიცა სათაურით „ სომხეთი - 2013: მოლოდინებისა და სიურპრიზების წელი“ . ანგარიში დაურიგდა დამსწრეებს. შემდეგ ჟურნალისტმა ჰაკობიანმა წარადგინა ვარდან ოსკანიანის წიგნი „დამოუკიდებლობის გზით“. აღნიშნული წიგნით ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თვალსაჩინო გახადა ქვეყნის პირველი დიპლომატის თანამდებობაზე ყოფნისას მის მიერ შესრულებული სამუშაოები, რომლებიც შეიცავს საზოგადოებისთვის უცნობ დებატებს, ბრძოლას და დიპლომატიურ ნაბიჯებს. მომხსენებელმა დარბაზში მყოფთ აცნობა, რომ ვარდან ოსკანიანის წიგნში სპეციალური თავი მიეძღვნა საქართველოსთან მეზობელი ქვეყნის პოლიტიკას, ქვეყნის ბლოკადისა და იზოლაციის წლებში განხორციელებულ საქმიანობას, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ერთადერთი გასასვლელი გარე სამყაროში საქართველოთი გადიოდა, იმ დიპლომატიური დიდი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ახორციელებდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარდან ოსკანიანის ხელმძღვანელობით. თათულ ჰაკობიანმა წარადგინა ასევე წიგნები მისი ავტორობით: „ არცახის დღიური: მწვანე და შავი“ და „მზერა არარატიდან: სომხები და თურქები“. აღსანიშნავია, რომ ჰაკობიანის წიგნები თარგმნილია თურქულ ენაზეც და ისინი ნათელს ჰფენენ ბევრ საკითხს. წიგნების ავტორმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ სტამბოლში, განსაკუთრებით რამ დააინტერესა დამსწრეები და აღნიშნა, თუ რა ინტერესით იძენდნენ თურქები ზემოაღნიშნულ წიგნებს. შემდეგ ჰაკობიანმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა არცახის ომს, თურქებისა და აზარბაიჯანლების შეხედულებებს არცახის ომისა და განსაკუთრებით გენოციდის საკითხის შესახებ.
|