1geo

fb you od

„მიჯინქის“ დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

mijinq

26 მარტს, „მიჯინქის“ დღეს, საეკლესიო წესებისა და ტრადიციის თანახმად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესრულდა საზეიმო ღვთისმსახურებები და ქადის ტრადიციული ზეიმები.

დღე საზეიმო იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობით, სათანადო დონეზე იყვნენ მომზადებულები „მიჯინქის“ აღსანიშნავად. ეკლესიის ქველმოქმედებმა გარიკ სიმონიანმა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრებმა ლარისა და ამალია ჰარუთიუნიანებმა ამ დღისთვის წინასწარ მომზადეს დაახლოებით 800 ნაჭერი „მიჯინქის“ ქადა, რომელთაგან რამდენიმეში მოთავსებული იყო ეკლესიის ჯვრის ნათლიის - იური ერემიანის, ნაჩუქი ვერცხლის ჯვრები.

ამ დღეს ხალხმრავალ იყო „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია. სამშვიდობო ღვთისმსახურების შემდეგ სამღვდელოების ხელმძღვანელობით, „ტარონ“ ანსამბლის ხალხური სამოსით გამოწყობილი წევრები გაუმასპინძლდნენ დამსწრეებს „მიჯინქის“ ტრადიციული ქადით.

მიჯინქის“ დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის განყოფილებათა ხელმძღვანელებთან ერთად ესტუმრა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატს.

წელს ნინოწმინდის რაიონში „მიჯინქის“ დღეს მიეძღვნა სომხური ქადის ფესტივალ- კონკურსი, რომელიც ორგანიზებული იყო ნინოწმინდის სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანისა და რაფაელ ღარსლიან (ჯავახ) საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის გევორგ სნხჩიანის ხელმძღვანელობით. რაიონული ცენტრიდან და მიმდებარე სოფლებიდან, ასევე თბილისიდან წარმოდგენილი იყო სომხური ქადის ოცდაათზე მეტი სახეობა.

ადგილობრივ „სურბ სარგის“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და ნინოწმინდის რაიონის სომეხი მოსახლეობისა და ხოჯაბეკის „სურბ სარგის" ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის მონაწილეობით ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება და ქადების კურთხევა. შემდეგ ცენტრის ეზოში გაიმართა საზეიმო დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება. კულტურის ცენტრში გამოცხადდა ფესტივალ-კონკურსის გამარჯვებულების სახელები.სამღვდელოების წარმომადგენელთა კურთხევით გამარჯვებულებს დაურიგდათ ბიბლიები. საეკლესიო ცერემონიალს და კულტურულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი და გამგეობის თავმჯდომარე გაგიკ კარსლიანი.

მიჯინქი“ საზეიმოდ აღინიშნა ასევე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ტაძარში კომიტასისა და მაკარ ეკმალიანის შემოქმედებათა ლამაზშესრულებით გამოვიდა გუნდი „გარნი“, სამხატვრო ხელმძღვანლი: სონა მოვსსიანი. ქადის კონკურს-ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კვერის 50 სახეობა. ქადები დაურიგდა ეკლესიაში შეკრებილებს.

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანი და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, თბილისიდან ჩასულ დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას, სადაც, საეკლესიო ცერემონიალის შემდეგ მომხდარა ქადის კურთხევა და მორწმუნეთათვის დარიგება.

მიჯინქის“ საზეიმო ცერემონიალი გაიმართა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, სადაც მონაწილეობდნენ მორწმუნენი ბათუმიდან, ასევე ქობულეთისა და ჩაქვის სომხური სათვისტომოებიდან.

მიჯინქის“ და სხვა საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებული ხალხური ტრადიციების აღდგენა და პოპულარიზაცის საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ახალი სტიმულია სულიერი ცხოვრების აღმავლობისა და ეროვნულ ტრადიციებთან დაახლოების.

IMGP3044 IMGP3047 IMGP3079 

1524933 616305248451859 797765042 n 1975094 616305475118503 1459436333 n 10001533 521183741331776 983750018 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)