პროფესორ ერნსტ არაქელოვის მასტერ-კლასი კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით |
2014 წლის 30 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შემდგარი კონცერტის მთავარი მუსიკალური საკრავი ვიოლინო იყო, შემსრულებლები კი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, სიმებიანი საკრავების კათედრის გამგის ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტები. „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ორგანიზებული ღონისძიების მიზანი იყო მევიოლინის სპეციალობაარჩეულ პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტები - დავით ალექსანიანი, ტატა გვაზავა, სტელა მკრტჩიანი, მარიკა კასრაძე, მარიანა კირაკოზოვა, ელენე შაშიაშვილი, მიხეი ჩანგი და სხვები გამოვიდნენ ჯენკინსონის, კრეისლერის, მენდელსონის, ვაჟა აზარაშვილის, ჩაიკოვსკის, ედუარდ ბაღდასარიანის, სარასატეს და სხვათა ნაწარმოებების მშვენიერი შესრულებებით. ახალგაზრდა მევიოლინეები გამოდიოდნენ პიანისტ თეონა მიქელაძის აკომპანემენტით. თბილისის „სურბ გევორგ“ საკატედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მადლიერების სიტყვით მიმართა მაესტროსა და მის სტუდენტებს, კლასიკური მუსიკის ასეთი ოსტატი შესრულებებისათვი ღონისძიებას წარუძღვებოდნენ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ცნობილი პიანისტი ქრისტინე მეჰრაბიანი და საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი.
|