თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში დარიგდა სააღდგომო საჩუქრები |
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის წინა დღეს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის, ქველმოქმედები კარენ სარგსიანის, კარენ ერიციანის მხარდაჭერით სააღდგომო საჩუქრები დაურიდგა დაახლოებით 100 ოჯახს. საჩუქრების დარიგებამდე ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მიმართა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. მან ისაუბრა კაცობრიობის ხსნისათვის ჯვარცმულ იესო ქრისტესა და მის წმინდა აღდგომაზე და მოუწოდა დამსწრეებს იცხოვრონ ეკლესიის ცხოვრებით, მიბაძონ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს და იმოქმედონ მისი მცნებებით, იყონ მოწყალენი და კეთილნი. შემდგომ ხალხს დაურიგდა სააღდგომო საჩუქრები .
|