1geo

fb you od

მომლოცველობა ახთალაში, ჰაღპატში, სანაჰინსა და ოძუნში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

lori

2014 წლის 4 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მოაწყო მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე შუა საუკუნეების სომხური რელიგიური და ისტორიული ტაძრებისკენ. მომლოცველობაში მონაწილეობდნენ ეთნიკურად სომხი, ქართველი, რუსი, უკრაინელი და ღაზახი მომლოცველები - სულ ექვსიდან 70 წლის ასაკამდე 130 ადამიანი.

მომლოცველებს წარუძღვებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები - მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და დიაკვანი გევორგ ანტონიანი, ეპარქიის განყოფილებათა ხელმძღვანელები ლევონ ისახანიანი, ვალერი ბადალიანი, ისაი აბოვიანი, ინესა სარუხანიანი და გევორგ პოღოსოვი.

მომლოცველობა მიზნად ისახავდა, სულიერ საზრდოსთან ერთად, მომლოცველთათვის სომხური კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურული ძეგლების გაცნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაღპატის და სანაჰინის სამონასტრო კომპლექსები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)