1geo

fb you od

შევქმნათ მომავალი, წარსულის ხსოვნის პატივისცემით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vera

ქალაქ თბილისის ვერა სასაფლაოზე განისვენებენ გამოჩენილი სომეხი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში. სასაფლაო დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ მდიდარი და აზნაურული წარმოშობის პირთა დაკრძალვისათვის.

სასაფლაოზე დღემდე შენარჩუნებულია ევროპული არქიტექტორების დაპროექტებული რამდენიმე სამარხი, რომლებიც ხელოვნების შედევრებია და რომელთაც ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება აქვთ.

სასაფლაოზე შენარჩუნებულია დავიწყებული საფლავის ქვები, რომლებიც ეკუთვნის ქალაქის ელიტის წარმომადგენლებს, წარმოშობით სომეხ გამოჩენილ პირებს. ისინი დღესაც გამოჩენილები არიან, მათი სამარხის სიდიადითა და სოციალური აზნაურული სტატუსით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით, განყოფილების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანისა და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელის მიხეილ ავაგიანის თაოსნობით, 11 მაის, 30-ზე მეტი სომეხი ახალგაზრდისაგან შემდგარი ჯგუფი, საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილი, გაემგზავრა თბილისის უძველეს ვერა სასაფლაოზე, სომეხი ერის შვილების მოუვლელი საფლავების კეთილმოწყობის გადაწყვეტილებით. ახალგაზრდების ჯგუფი ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მემატიანის, ცხონებული სარგის დარჩინიანის დატოვებული კვლევებითა და ფოტომასალით. კეთილმოეწყო ქალაქის არისტოკრატიის წარმომადგენელი მოქალაქეების ხუდადოვის, მელიქ-აზარიანცის, გირგიდოვის, ენიკოლოპოვების საფლავები, იუზბაშევების, ანანოვების, თამბაქოს მწარმოებელი ნამურადიანცის, ბიზნესმენ ბოზრჯიანცის, ენათმეცნიერ და არმენოლოგ შაჰან ჯრპეტიანისა და მისი მეუღლის, არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის სამარხები.

 ეს ქალაქ თბილისის იმ თავდადებულთა საფლავებია, რომელთა ახლობლები გადაასახლეს, დახვრიტეს ან საცხოვრებლად გადავიდნენ საზღვარგარეთ.

სომთა სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები კარგად გაიაზრებენ მათ მოვალეობას წინაპრების ხსოვნის წინაშე, შაბათობებს აწყობენ როგორც ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ასევე ვერას, პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე, ვინაიდან, თუ გნებავს მომავალი შექმნა, უნდა გახსოვდეს წარსული. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის სიტყვებით, ღონისძიებები პერიოდულ ხასიათს მიიღებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისი.

 

10339401 328838593936721 1324073804850243547 o 1795206 488499497950210 1431372596726359732 o IMGP2545

IMGP2557 IMGP2582 IMGP2592 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)