საქართველოს სომეხ მწერალთა “ვერნატუნ” კავშირმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრმა ამა წლის 17 მაისს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მოაწყვეს სამი წიგნის – ცხონებული ვიქტორ ჰოვსეფიანის “სიზმრის ფერადი ცისარტყელა”, არმინე გევორგიანის “ქვათა ქვეყანა” და “გრაკან წილერ” კლუბის “ზართონქ” წელიწდეულის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდიდან ჩამოსული შემოქმედები, ჰოვსეფიანების ოჯახის წევრები, თბილისისა და ნინოწმინდის სომხური სკოლების უფროსკლასელები, წიგნის მოყვარული საზოგადოება.
ლოცვის შემდეგ ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა “ვერნატუნ” კავშირის თავმჯდომარემ, გევორგ სნხჩიანმა და მადლიერების სიტყვით მიმართა არმენ და თათულ ღარსლიანებს – ვიქტორ ჰოვსეფიანის წიგნის, სრ დიასპორის სამინისტროს “ზართონქ” წელიწდეულის გამოცემის დაფინანსებისათვის, და არმინე გევორგიანის მშობლებს ნიჭიერი ქალიშვილის შემოქმედებათა გამოქვეყნებისათვის. არმინე გევორგიანმა დაუფარავი სიხარულით წარადგინა მისი პირველი პოეტური კრებული, ნანე ჰოვსეფიანმა კი მადლობა გადაიხადა მკითხველისთვის მამამისის კიდევ ერთი კრებულის წარდგენისათვის. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს ახალი წიგნების გამოქვეყნებით კითხვის მოთხოვნილების აქტუალურად ქცევის მიდგომას. ანაჰიტ ბოსტანჯიანმა მოუწოდა ორი მეზობელი ხალხების ლიტერატურებიდან შესრულებული თარგმანებით, სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების გაღრმავებისკენ, გაზეთ “ვრასტანის” რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა კი შეუთავსებლად მიიჩნია ნორჩ შემოქმედთა წიგნების პრეზენტაციის გამართვა ვიქტორ ჰოვსეფიანის წიგნთან ერთად და ხაზი გაუსვა ვიქრორ ჰოვსეფიანის ნაწარმოების ცალკე ღონისძიებით აღნიშვნის აუცილებლობას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები და მაღალი შეფასება მისცა მსგავსი პრეზენტაციების ჩატარებას, ხაზი გაუსვა “ვერნატუნ” მწერალთა კავშირის მოღვაწეობის შედეგად ლიტერატურული ღირსეული შთამომავლობის აღზრდის, საქართველოში სომხური ლიტერატურული აზრის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ განვითარების საქმეს. წარმოდგენილი წიგნებიდან ლექსები წაიკითხეს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობებმა და სოფელ ჰეშტიას სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა. ღონისძებას ლამაზი შესრულებებით ამშვენებდა მუსიკოსი ესაი აბოვიანი.
|