1geo

fb you od

გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჯავახეთის მხარის ეკლესიებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cucahandes

21 მაისს ახალქალაქის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დიდ საგამოფენო დარბაზში, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მხარდაჭერითა და მფარველობით, გაიხსნა ფერწერული გამოფენა, რუბრიკით – “ვიცნობდეთ ჯავახეთის მხარეს თავისი ეკლესიებით”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჯავახეთის სხვადასხვა კუთხეში მოკალათებული სომხური ეკლესიები. აღნიშნული თემით დაახლოებით 30 ტილო იყო წარმოდგენილი ახალგაზრდა ფერმწერების არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის მიერ.

შეფასებისა და მადლიერების სიტყვით მიმართა ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა: “მართლაც შთამბეჭდავია, რომ სწორედ ჯავახეთში იხსნება მსგავსი გამოფენა. ეს უპრეცედენტო, შესანიშნავი და ბევრის მთქმელი გამოფენაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავსა და ჩვენს ისტორიას. და მართლაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი ხელოვნების მეშვეობით გამოიხატება”. ნინოწმინდის “რაფაელ-ჯავახ” კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა აღნიშნა, რომ ამ უპრეცედენტო გამოფენას ექნება გაგრძელება, ის უნიკალური გზავნილია კაცობრიობისათვის.

გამოფენის ავტორებისათვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ ჯავახეთის ყოველ კუთხეში ერთი ეკლესიაა აღმართული: ”გადავწყვიტე ეკლესიების ციკლის გაკეთება და მაგის მიხედვით პერსონალური გამოფენის გახსნა, ვინაიდან ეკლესიათა გამოფენა ჯერ არასოდეს ყოფილა”.

აღვნიშნოთ, რომ გამოფენა გასტანს ხუთი დღე. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის რეგიონის სამღვდელოება, ახალქალაქის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, პედაგოგები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები, ხელოვნების მოყვარულნი და სხვ.

IMG 5129

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)