საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთდღიან სკოლებში დამთავრდა წლის დამასრულებელი გამოცდები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედებს ორი ერთდღიანი სკოლა, სადაც 10 წლის ასაკიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ისწავლოს სომხური, გაეცნოს სომეხთა ეკლესიისა და სომეხი ხალხის ისტორიას. აქ სწავლა ორწლიანია. მიუხედავად ასაკისა, ხშირად, არა მათი ბრალით, ფესვებს მოწყვეტილ უამრავ სომეხს, რომლებმაც არ იციან მშობლირი ენა, ამ სკოლებში ეძლევათ მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობა. ამ სასწავლო წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ გრიგორ ნარეკაცი“ (შაბათის სწავლებით) და „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლებში სწავლობდა 200 ადამიანი. მოქმედი პროგრამის მიხედვით, მსმენელთა მიღებული ცოდნის გამოსავლენად, წლის ბოლოს ტარდება შემდეგ საფეხურზე გადასასვლელი და დამამთავრებელი გამოცდები, მიმდინარე წლის 24-25 მაისს, ორივე სკოლის სომხურის სწავლების პირველ კლასებში ჩატარდა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელი გამოცდები. სულ 70-მა პირველკლასელმა მიიღო მონაწილეობა გამოცდებში. საგამოცდო კომისიის შეფასებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელი ევგენია მარკოსიანი, “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი სამველ თოროსიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი დიაკვანი გევორგ ანტონიანი და სომხური ენის მასწავლებლები როზა ზორაბიანი და თამარა გაბოიანი, ორივე სკოლის მსმენელებმაც წარმოაჩინეს დამაკმაყოფილებელ 31 მაისს და 1 ივნისს სომხური ენის სერტიფიკატის მისაღებად ზეპირი გამოცდა ჩააბარეს ზემოაღნიშნული სკოლის მეორე კლასის მსმენელებმა. ფესვებს მოწყვეტილი, მაგრამ წინაპართა ენის შესწავლის სურვილისა და მიზნის მქონე სხვადასხვა ასაკის მოსწავლის სტატუსის მქონე მოქალაქეები უკვე დახვეწილი სომხურით პასუხობდნენ შეკითხვებს სომხურ ენაზე, სომხეთის ისტორიასა და სომეხთა ეკლესიაზე, იმავდროულად ალამაზებდნენ სომხური ლიტერატურიდან ზეპირად წაკითხული ნაწყვეტებით. სასიხარულოა, რომ 2013-2014 სასწავლო წელს სომხური ენის ერთდღიანი სკოლა დაამთავრა 45-მა ეთნიკურად სომეხმა. ისინი „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საზეიმო პირობებში მიიღებენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევასა და სომხური ენის კურსის დამთავრების სერტიფიკატს.
|