ჯავახეთიდან ჩამოსული მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს |
"ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის" პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფლებში: მერენიაში, ბუძავეთსა და ქოჩიოში მივლინებული ქართული ენის მასწავლებლები ხათუნა სტეფლიანი, მარეხი მერკვილაძე, თამარ იაკობაშვილი და თამარ მელიქიძე უკვე წელიწადნახევარია მუშაობენ ადგილობრივ სკოლებში და ასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის მასწავლებელთა ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ორგანიზებულიქნა აღნიშნული სოფლების 16 ბავშვის სტუმრობა თბილისის სომხურ კულტურულ ოჯახებში. 7 ივნისს, თბილისში ისინი ეწვივნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, სადაც სულიერი მამის, მღვდელ სამველ თოროსიანის კურთხევის მიღებისა და სანთლების დანთების შემდეგ, დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“კულტურულ-საგანმა ახალქალაქის ჯგუფს შეუერთდნენ ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა ხანჩალის მოსწავლეებიც, მასწავლებელ კარინე ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც ექსკურსიაზე არიან ჩამოსული თბილისში. შემდეგ ჯავახეთიდან ჩამოსულ მოსწავლეთათვის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მოეწყო საქართველოში ჩატარებული კონკურსის - "ნიჭიერის" გამარჯვებულთა ოთხეულში მოხვედრილ და სომხეთის Armenia TV ტელეკომპანიის "სომხეთის ხმა " კონკურსში გამარჯვებულ ანა ხანჩალიანთან. ამ უკანასკნელმა სტუმრებს უამბო სამუსიკო ხელოვნებაში მის განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებზე. ანამ შეასრულა რამდენიმე სიმღერა თავის რეპერტუარიდან. მოსწავლეებმა სურათები გადაიღეს ანასთან. მოსწავლეები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, შემდეგ დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობე
|