1geo

fb you od

ევა რივასი ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Eva

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საიათნოვას 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღო ასევე ცნობილმა მომღერალმა ევა რივასმა, რომელიც 19 ივნისს სიამოვნებით ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს. შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი მომღერლის რეპერტუარის თაყვანისმცემლები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მისასალმებელი სიტყვით წარადგინა ცნობილი მომღერალი, მადლობა გადაუხადა მოწვევის მიღების და თბილისის სომხურ სათვისტომოს წევრებთან შეხვედრისათვის.

"ევროვიზია 2010" სიმღერის კონკურსში ევა რივასმა სომხეთი წარადგინა სიმღერით "Apricot Stone". მან ისაუბრა თავის წინაპრებზე, სომეხი ხალხისადმი მის სიყვარულსა და პატივისცემაზე, მაღალი შეფასება მისცა სომხურ ხალხურ სიმღერებს და დამსწრეებს აცნობა, რომ მალე სომეხ მსმენელს წარუდგენს სომხური სიმღერის კლიპს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ცნობილმა მომღერალმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს საიათნოვას „თამამ აშხარჰ ...“ სიმღერის სირთულეების დაძლევის, სომხურის ფლობის, სიმღერისადმი მისი სიყვარულის, წარმატების მიღწევის შესახებ შეკითხვებს.

ევა რივასის PR მენეჯერმა ჰაიკ მარკოსიანმა წარმოდგინა სომხური სიმღერის ოსტატი შემსრულებლის სამომავლო გეგმებ, ისაუბრა ქართულ ვოკალურ კულტურასთან მისი კავშირების, 10+10 სატელევიზიო პროგრამის შესახებ.

დამსწრეთა თხოვნით ევა რივასმა შეასრულა საიათნოვას სიმღერა „თამამ აშხარჰ ...“ შემდეგ „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის მიერ შესრულდა ცნობილი სიმღერა "Apricot Stone" , მომღერალიც შეუერთდა გუნდს. მან ასევე მოსმინმაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდის რამდენიმე წევრს. ბოლოს მონაწილეებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და სურათები გადაიღეს ცნობილ მომღერალთან.

IMGP0277 IMGP0308 IMGP0438 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)