ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმა ცნობილმა კომპოზიტორმა მადლიერების სიტყვით მიმართა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანს და ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაველ ოგანეზოვს, მუსიკის მოყვარულ სომეხ საზოგადოებასთან ამ შეხვედრის მოწყობისათვის, ისაუბრა სომეხ ხალხსა და სომხეთის მუსიკის მოყვარულ საზოგადოებასთან მისი კავშირების შესახებ. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც გრძელდება ურთიერთსიყვარული შემდეგ შესრულდა სიმღერები ნუნუ გაბუნიასა და სხვა კომპოზიტორთა რეპერტუარიდან. დამსწრეების განსაკუთრებული მიღება დაიმსახურეს მრავალი კონკურსების ლაურეატის ლიზა კრასნორუდსკაიას მიერ შესრულებულმა კლასიკურმა, საესტრადო, ქართულ, რუსულ, სომხურ და სხვა ენებზე სიმღერების მშვენიერმა შესრულებებმა. ემოციური და ლამაზი შესრულებით გამოვიდა პოპულარული კომპოზიტორის შვილიშვილი ნინუცა ბედიაშვილი. მეგობრობის სულით შთაგონებული ღონისძიება დაამშვენეს ასევე სომხურმა სიმღერებმა სოლისტების ანი ღუშჩიანისა და ანა პოღოსოვას შესრულებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასა და მისი აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ საღამოს და მას უწოდა სომხურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთი მშვენიერი გვერდი, მისმა უსამღვდელოესობამ კმაყოფილება გამოხატა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობის მიმართ, ორი მეზობელი ხალხის კულტურათა დაახლოების მიმართულებით შესრულებული საქმიანობისათვის საღამომ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში.
|