ავლაბრის უბანში ტოლმის მადის მომგვრელი სურნელი იყო გავრცელებული |
საქართველო სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის, ასევე ინდივიდუალურ ქველმოქმედთა მხარდაჭერით, ამა წლის 29 ივნისს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა სომხური ეროვნული კერძის - ტოლმის ფესტივალ-კონკურს საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატურიანმა წარადგინა, რომ ურარტუს დროიდან მოყოლებული ტოლმა სომხური ეროვნული კერძია და კონკურს-ფესტივალ უძველესი სომხური ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით: უამრავი ადამიანი სტუმრობდა ფესტივალს - ადგილობრივი და ჩამოსული სომხები, ქართველები, რუსები, ფრანგები, გერმანელები, რომლებმაც დააგემოვნეს და მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ხალხურ კერძს. „ჰაიარტუნ“ ცენტრის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები ამშვენებდნენ ფესტივალს (კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი, სამხატვრო ხელმძღვანელი: პაველ ოგანეზოვი), ჟიური კი გამარჯვებულის გამოსავლენად აფასებდა წარმოდგენილი ტოლმის სხვადასხვა სახეობის როგორც გარეგნულ მხარეს, ასევე გემოს და მიწოდების სრულყოფილებას. წელს პრიზები გაიცა ორ ნომინაციაში: შეფასდა ტოლმის გარეგნული მხარე და მიწოდების დიზაინი, ასევე გემო და ინოვაცია. ჟიურის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ფინანსურმა დირექტორმა მარგარიტა კირაკოსიანმა, გამოაცხადა ორ ნომინაციაში გამარჯვებულთა სახელები. პირველ ნომინაციაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ვარსენიკ გევორგიანმა, ჰრიფსიმე ანდრეასიანმა და ალინა ამირხანოვამ, მეორე ნომინაციაში - ლუსინე გალუსტიანმა, ციალა თეიმურაზოვამ და სვეტლანა ჰოვსეფიანმა. ყველა გამარჯვებულს გადაეცა პრიზები და საჩუქრები. კონკურსის მონაწილეებს დაურიგდათ ნაკურთხი ხატები. "ტოლმა 2014" ფესტივალ- კონკურსის დროს დამსწრეებს გამაგრილებელი სასმელებით უმასპინძლდებოდა კომპანია „ბალისი“, პურით - ონიკ ნანიჯანიანის კომპანია „ნამდვილი სომხური ლავაში“. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ანა პოღოსოვა. "ტოლმა 2014" ფესტივალ-კონკურსი ფართოდ გაშუქდა ქართული, სომხური და უცხოური მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით.
|