1geo

fb you od

ახალციხის სომხურ სამლოცველოებს ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წევრები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhalcikhe1

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით მოეწყო თბილისის სომეხი ახალგაზრდების მომლოცველობა ახალციხის სომხური სიწმინდეებისკენ. მიმდინარე წლის 1 ივლისს, დილით ადრე, დაახლოებით 50-კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი, განყოფილების დირექტორისა და სულიერი მოძღვრის მღვდელ მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ახალციხეში.

მომლოცველთა ჯგუფი თავიდან ეწვია ადგილობრივ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას, სადაც სტუმრებს დახვდნენ და კურთხევის სიტყვით მიმართეს ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მამა ჰაკობ სააკიანმა და დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა. მათ ახალგაზრდებს გააცნეს ეკლესიის ისტორია. უპასუხეს მომლოცველთა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

რა თქმა უნდა, დიდი იყო ინტერესი „სურბ ნშან“ ეკლესიისადმი. იცოდნენ რა ეკლესიის მდგომარეობის შესახებ, ისინი მივიდნენ „სურბ ნშან“ ეკლესიაში, სანთლეაანთეს და ლოცვა აღავლინეს, ეკლესიასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების ვედრებით. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესით წაიკითხე ეკლესიაში დაცული სომხური წარწერები.

სამწუხაროა, რომ „სურბ ნშან“ ეკლესიის ბედი ეწიათ ასევე „დისა და ძმის“ სახელწოდებით სამლოცველოებს, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან გაქართულების საფრთხის ქვეშ არის. მომლოცველები აქაც შეევედრნენ უფალს, რომ შეინარჩუნოს სომხური წმინდა ადგილები.

ახალციხეში ახალგაზრდები აინტერესდნენ, თუ როგორ ვითარდება სომხური კულტურა და დიდი იყო შთაბეჭდილება, როდესაც ეწვივნენ ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირს, მოუსმინეს დირექტორის ალექსანდრე იგითხანიანის საუბარს მიმდინარე სამუშაოებზე და დაათვალიერეს ცენტრის ექსპონატები.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სოფელ წუღრუთის „სურბ სიონ“ ეკლესია და საპონჯიანების ოჯახში დაცული მე -10 საუკუნის სახარება, რომელიც თავისი ძალით სოფლის მფარველ ანგელოზადაა ქცეული.

ნანახით მოხიბლულ და სულიერად გაძლიერებულ ახალგაზრდების ჯგუფს გაუმასპინძლდნენ სომეხი ბიზნესმენის, წარმოშობით ახალციხელი სამველ აღეკიანის სახელით. ახალგაზრდები მხოლოდ ახალციხით არ დაკმაყოფილდნენ, საღამოს დასვენება გაატარეს ბუნების წიაღში - ბორჯომის ეროვნულ პარკი.

მომლოცველობა დაუვიწყარი გახდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებისათვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)