1geo

fb you od

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Shamanidi

29 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი სომთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა სომხურ ეკლესიის პრობლემები და ეროვნულ უმცირესობაში არსებული მდოგმარეობა განიხილეს. სოფიო შამანიდმა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან 19 ივლისს სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელა. მხარეებმა დაგმეს ძალადობა და გამოთქვეს იმედი, რომ გამოძიება მალე დასრულდება. შეხვედრისას შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივაც განიხილეს.

ეპარქიის წინამძღვარმა სთხოვა სოფიო შამანიდის მისი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)