საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო ახალი სასწავლო წელი |
2014 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2014-15 სასწავლო წელი. ნაირფერი ბუშტებითა და სათამაშოებით გაფორმებულ სასწავლო ოთახებში შესვლამდე, ლამაზი ჩაცმულობითა და ფერადი თაიგულებით 50-მდე სომეხი პატარა მშობლებთან ერთად შეიკრიბა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში - დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და სულიერი მამის კურთხევის მიღებისათვის. პატარებს დახვდნენ საბავშვო ბაღის პერსონალი და "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლები და ისინი ეკლესიაში შეიყვანეს. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ლოცვის შემდეგ, კურთხევის სიტყვაში მიულოცა ბავშვებს ახალი სასწავლო წელი და მათ უსურვა ჯანმრთელობა, წარმატებული და საინტერესო დღეები და აუწყა, რომ წინა წლების მსგავსად პატარების დღე საბავშვო ბაღში დაიწყება დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობით და უფლის კურთხევის მიღებით. პირველი დღე საბავშვო ბაღში ბაღში დაიწყო ახალმოსულთა ტირილით, უფროსების მხიარული სიცილითა და საინტერესო თამაშებით. „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღს მხოლოდ ოთხი წლის ისტორია აქვს. ის შეიქმნა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელო საბავშვო ბაღმა მზად, გაკვეთილების ცხრილითა და განაწილებული საათებით, შევსებული პედაგოგიური პერსონალით დაიწყო ახალი სასწავლო წელი. აქვე დავსძენთ, რომ პატარები, გარდა მხიარული და შემეცნებითი სასწავლო თამაშებისა, სწავლობენ ასევე სიმღერას, ცეკვას, ხატვას, უფროსი ჯგუფის ბავშვები - დაწყებით არითმეტიკას, წერა-კითხვას, ზოგად ცოდნას, სულიერ აღზრდას. საბავშვო ბაღში მიღება გრძელდება სექტემბრის ბოლონდე.
|