1geo

fb you od

შეხვედრა ბეირუთელ ეროვნულ, ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

beyrut 

„კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის (თავმჯდომარე: ანაჰიტ ბოსტანჯიანი) ინიციატივით, სერიიდან "შეხვედრა სომხური დიასპორის მოღვაწეებთან", მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ბეირუთელ ეროვნულ და ლიტერატურულ- საზოგადოებრივ მოღვაწეებთან: ჟირაირ დანიელიანთან, სარგის კირაკოსიანსა და ჰამბიკ მარტიროსიანთან.

საპატიო სტუმრებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და მათ გადასცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით გამოქვეყნებული წიგნები.

პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა გაზეთ „კამარის“ რედაქტორის ჟირაირ დანიელიანის, გაზეთ „აზდაკის“ ლიტერატურული განყოფილებისა და ჟურნალ „ბაგინის“ რედაქტორის სარგის კირაკოსიანის ლიტერატურულ, პუბლიცისტური პატრიოტული და პროდუქტიული საქმიანობა და აღნიშნა, რომ სამივერის სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრი, ჟირაირ დანიელიანი და ჰამბიკ მარტიროსიანი - მოვსეს ხორენაცის ორდენოსნები. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე, აღნიშნა თავმჯდომარის - მაყვალა გონაშვილის, მანანა დუმბაძისა და სხვა კოლეგების ინტერესი დიასპორაში სომხური ლიტერატურული აზრის განვითარების მიმართ, ხაზი გაუსვა თანამშრომლობს, ერთობლივი განვითარების პროგრამების დამუშავების წინადადებებს.

ბეირუთელმა ეროვნულმა მოღვაწეებმა აღნიშნეს, რომ პირველად იმყოფებიან საქართველოში, ბავშვობიდან ოცნებობდნენ ამ მშვენიერ ქალაქში სტუმრობას, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სომეხი ერის დიდებული შვილები. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ანაიტ ბოსტანჯიანს, ლევონ ჩიდილიანსა და მანანა კარაპეტიანს, ერის დიდებულთა საფლავებთან ქედის მოხრის მათი ოცნების აღსრულებისა და თბილი მიღებისათვის.

სტუმრებმა ისაუბრეს ლიბანის სომხური საზოგადოების შესახებ, დააფიქსირეს 27 ეროვნული სკოლის, არმენოლოგიური დაწესებულებების, ჰაიკაზიან უნივერსიტეტი, მრავალი პერიოდული გამოცემის არსებობა, ხაზი გაუსვეს საქველმოქმედო კავშირების, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მოღვაწეობას, სომხური სათვისტომოს თანამშრომლობს ნაციონალური პარტიებთან, ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნის პარლამენტ კვოტით ჰყავთ ხუთი ეთნიკურად სომეხი დეპუტატი და აუცილებლად ერთი მინისტრი.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხი ფორმატში, რომლის დროსაც თბილისელმა სომხებმა მიიღეს პასუხი სომხებით დასახლებული ანჯარის, ალეპოს, ქესაბის მდგომარეობის, ქვეყნიდან სირიელი სომხების იძულებული გასვლის, ერაყის ომისა და ახალი ისლამისტების შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება თბილი და საინტერესო შეხვედრისათვის.

ბეირუთელი თანამემამულეები იმავე დღეს ეწვივნენ დავთიანების სახლს და ისიამოვნეს ცხონებული გარი დავთიანის ხელნაკეთი თოჯინების თამაშითა და დიასახლის ჟანა დავთიანის თბილი მასპინძლობით.

DSC 8760 DSC 8787 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)