შეხვედრა „ჰაიქ“ არმენოლოგიური დაწესებულების დამფუძნებელ ხელმძღვანელ ბაბკენ ვარდანიანთან |
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა უმასპინძლა კერძო ვიზიტით თბილისში მყოფ „ჰაიქ“ არმენოლოგიური დაწესებულების დამფუძნებელ ხელმძღვანელ ბაბკენ ვარდანიანს. უამრავი კვლევის ავტორმა ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში აუდიტორიას წარუდგინა სომეხი ხალხის ორი ნაწილის სახე, ისაუბრა დედა სამშობლოში მცხოვრები ხალხისა და მსოფლიოში გაფანტული ეთნიკურად სომხების სულიერი სიახლოვის, ეროვნული მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის გზების შესახებ. გამომსვლელმა დეტალურად ისაუბრა რწმენით ცხოვრების, სახარებითა და ჯვრით უფლისათვის მსახურების შესახებ, ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის ერთგულებას ათასშვიდასწლიანი ქრისტიანული რწმენისადმი. ბატონმა ვარდანიანმა სათითაოდ კომენტარი გაუკეთა პროგრესის სამ ძირითად სვეტს, მათ პრევენციულ საშუალებებს, მათი განხორციელების ძირითად ბერკეტებად დაასახელა თანმიმდევრობა და მუდმივობა. გამომსვლელმა ერის არსებობის სვეტებად დაასახელა რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისადმი, იდეა, რომელიც წარმოიშვება რწმენისაგან და ამ იდეის განხორციელების მორალი. „ჰაიქ“ არმენოლოგიური დაწესებულების მიერ წამოწეული ამ სამი შეხედულების მიღწევის საპროგრამო გზად მან დაასახელა ის კვლევები, გამოქვეყნებული ლიტერატურა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოსვლები, რომლებიც სრულდება მის და ასევე იმ დაწესებულების მიერ, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის დროსაც მონაწილეებმა დასვეს გენოციდის, დიასპორის სომხური სათვისტომოების, ეროვნულობის შენარჩუნების შესახებ შეკითხვები. საქართველოს სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებთა
|