1geo

fb you od

მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების - ორბელი ძმების, ხსოვნის საღამო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

orbeli

მსოფლიოში, ალბათ, მცირერიცხოვანია ისეთი ოჯახები, სადაც დაბადებული და აღზრდილი შვილები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში გახდნენ ცნობილნი მთელ მსოფლიოში. ერთი მათგანია ორბელების ოჯახი - რუბენ, ლევონ და ჰოვსეფ ვაჟიშვილებით. თბილისის სოლოლაკის უბნის მცხოვრებლების - აბგარ ორბელი და ვარვარა არღუთიან-მხარგრძელების ოჯახში დაბადებული და აღზრდილი, შემდეგ სანკტ-პეტერბურგში განათლებამიღებული და იქ დამკვიდრებული მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაშუქებას მიეძღვნა 4 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ორბელი ძმების უნიკალური - წაღკაძორის სახლ-მუზეუმის დირექტორ მარინე ბუნიათიანსა და უფროს მეცნიერ-მუშაკ გერასიმ მკრტჩიანთან.

თავდაპირველი განათლება ორბელი ძმებმა თბილისში მიიღეს, დაამთავრეს მესამე გიმნაზია და თავი ჭეშმარიტ თბილისელებად მიაჩნდათ. სახლ-მუზეუმის დამფუძნებლებმა ათწლეულები იმუშავეს მის შექმნასა და გამდიდრებაზე, მათ თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ შეესწავლათ ორბელი ძმების ცხოვრების თბილისური წლები და თბილისელი სომხებისთვის პირადად წარედგინათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიოლოგის - ლევონის, წყალქვეშა არქეოლოგიის დამფუძნებლისა და დიდი აღმოსავლეთმცოდნის, არქეოლოგი, წყაროთმცოდნე ჰოვსეფის სამეცნიერო ღვაწლი, მოეთხროთ ძმების გონებისა და წარმოსახვითი სამყაროს შესახებ, წარმოეჩინათ მათი სამეცნიერო მოღვაწეობა, ეროვნული თავდადება და ადამიანური უსაზღვრო სიკეთე.

ბუნიათიან-მკრტჩიან მეუღლეებმა მოღვაწეობა მიუძღვნეს მეცნიერი ძმების სიდიადის გამოჩენას, სამუზეუმო მასალების აღმოჩენას, დაცვასა და საზოგადოებისათვის წარდგენის თავდადებულ საქმეს. 35 წლის განმავლობაში მათ აღნუსხეს და 300 ათასამდე შეავსეს ორბელი ძმების პირადი ნივთები, ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლეს და გაამყარეს სამეცნიერო ნაშრომების ასლები, წერილები, მოგონებები, დღეს უკვე სახლ მუზეუმი აქციეს მემორიალად და დაწესებულებად, სამეცნირო-კვლევითი განყოფილებებით.

საინტერესო და შინაარსიანი გამოსვლები შეავსო „ორბელი ძმების მუზეუმი“ და „ორბელების კოდი“ ფილმების ჩვენებამ, რამაც ახლებურად წარმოაჩინა რუბენ, ლევონ და ჰოვსეფ ორბელი ძმების სიდიადე და წარუშლელი კვალი მსოფლიო მეცნიერებაში.

 

DSC 2518 DSC 2538 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)