წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტებისა და მათი მოსწავლეების ხსენების დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სხვადასხვა დღესასწაულებით |
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის 2014 წლის დღესასწაულთა კალენდრით 11 ოქტომბერი წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტებისა და მათი მოსწავლეების ხსენების დღეა. ეროვნული და საეკლესიო ეს დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სხვადასხვა დღესასწაულებით. დილით „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა მთარგმნელთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია. წირვა აღავლინა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა, შემდეგ მან იქადაგა დღის საიდუმლოზე, წმინდა მესროპ მაშტოცის, საჰაკ პართევისა და მათი მოწაფეების როლზე სომხური დამწერლობის შექმნასა და ერის შენარჩუნებისა და რწმენის გაღრმავების საქმეში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ყველა მორწმუნე და წირვის მონაწილე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის გუნდის მგალობლები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, ჩატარდა იქ განსვენებულ დიდებულთა პანაშვიდი. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ისაუბრა სომეხი ხალხის ისტორიაში წმინდა მთარგმნელების უდიდეს როლზე. შემდეგ დღესასწაული გაგრძელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. ცენტრის არსებობის დღიდან მოქმედი „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდი გამოვიდა სოლო კონცერტით, რომელიც მიეძღვნა აღნიშნულ დღესასწაულს და გუნდის ჩამოყალიბების სამი წლის იუბილეს. კონცერტს ესწრებოდნენ გუნდის შექმნის ინიციატორები, ორგანიზატორები, ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, მათი მშობლები და სტუმრები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლიერების სიტყვა უთხრა გუნდის ქორმაისტერ მარია აბულიანს, ცენტრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელ პაველ ოგანეზოვს, პიანისტ კარენ მირზოიანს, რომელთა ძალისხმევით შედგა დღეს უკვე საკმაოდ ნიჭიერი გუნდი, მისი 50 მონაწილით. გუნდმა შეასრულა კლასიკური, ხალხური და საესტრადო მუსიკის ნიმუშები, ქართული და სომხური მუსიკოსების ნაწარმოებები. გუნდს ლამაზი შესრულებებით მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც თბილისში ჩატარებულ, ასევე სომხეთში ორგანიზებულ "ჩემი სომხეთი" და "ვარდაპეტ კომიტას“ ფესტივალებში და დაჯილდოებულია სიგელებითა და მედლებით. კონცერტის შემდეგ გამომსვლელებმა დამსწრეებს მიულოცეს მთარგმნელთა დღესასწაული, გუნდის წევრებს კი - სამი წლის იუბილე. მთარგმნელთა დღესასწაული საზეიმოდ და სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში. საღმრთო ლიტურგია აღევლინა ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ბათუმის სომხურ ეკლესიებში. დღესასწაული სხვადასხვა კუთხეში აღინიშნა ასევე სხვა ღონისძიებებით.
|