სოფელ ჰეშტიაში საზეიმოდ აღინიშნა ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული |
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიაში საზეიმოდ აღინიშნა პოეტის, ამ მიწა-წყლის საამაყო შვილის ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაული. თბილისიდან, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის რაიონებიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული სტუმრები ერთხელ კიდევ ჩაუღრმავდნენ და შეეხნენ მის ადამიანურ და ზოგადსაკაცობრიო, ლირიკულ, პატრიოტულ და ფილოსოფიურ შემოქმედებით ფართო სამყაროს. ვიქტორ ჰოვსეფიანის ხსოვნის პატივსაცემად იყვნენ მოსული საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი სუსანა ხაჩატრიანი, „გარი დავთიან“ თოჯინების თეატრის დირექტორი ჟანა დავთიანი და სხვები. დღესასწაული დაიწყო ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმიდან, სადაც დამსწრეებმა მოისმინეს გისანე ჰოვსეფინის, უდროოდ გარდაცვლილი პოეტის ქალიშვილის, მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომების მკვლევარის და მაკოორდინებლის, შინაარსიანი და მრავლისმომცველი სიტყვა მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული წიგნებისა და გამოუქვეყნებული ნაწარმოებების შესახებ. პოეტის ქალიშვილმა დეტალურად ისაუბრა ფერმწერ ვიქტორ ჰოვსეფიანის უსასრულო წარმოსახვით სამყაროზე, მაღალი შეფასება მისცა მის პოეტ-მხატვარ და მხატვარ-პოეტ მოღვაწეობის სტილს. ვიქტორ ჰოვსეფიანის წინაშე ქედის მოსახრელად და მისი საფლავის ყვავილებით შესამკობად გადავიდნენ „ერაკნიაკი სურბ გევორგ“ სამლოცველოს (ქიაფურის სამლოცველოს) ეზოში, სადაც დაკრძალულია პოეტი. სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის სომეხი მოსახლეობის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა ლოცვა აღავლინა პოეტ- ფილოსოფოსის სულის სიმშვიდისათვის, ხსოვნის სიტყვით გამოვიდა გევორგ სნხჩიანი, მოწაფეებმა რამდენიმე ლექსი წაიკითხეს დიდი ჰუმანისტის ნაწარმოებებიდან. ვიქტორ ჰოვსეფიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰეშტიის №1 საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. სტუმრები ეწვივნენ იმ საკლასო ოთახს, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დიდი არმენოლოგ-ფილოლო ჰოვსეფიანის მეორე ქალიშვილმა ნანე ჰოვსეფიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს ვიქტორ ჰოვსეფიანი სახელობის სკოლას, მოკლედ ისაუბრა პედაგოგი მამის შესახებ, შემდეგ მოსწავლეები გამოვიდნენ მისი ნაწარმოებებით შედგენილი ლიტერატურული მონტაჟით. ჰოვსეფიანური დღესასწაული გაგრძელდა ჰეშტიის კულტურის სახლში. ხალხით სავსე დარბაზში შეკრებილი იყო მისი შვილით ამაყი და პოეტის სიდიდის დამფასებელი ჰეშტიის მოსახლეობა. ვიქტორ ჰოვსეფიანის შესახებ მათი გულითადი სიტყვა თქვეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, ეპარქიის პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა სუსანა ხაჩატრიანმა, პოეტესა სილვა სიფანუჰიმ, მწერლებმა გევორ ჰაიასამ, ჰმაიაკ გრიგორიანმა და სხვებმა. საზეიმო დღეს მხიარული სუნთქვა შესძინეს ნინოწმინდის ვაჰან ტერიანის სახელობის მხატვრული წრის, ჰეშტიის „არაქს“, „ფარვანა“ ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლებმა, სოლისტების არმენ მკოიანის, ჰაიასტან ისპირიანის, ანაჰიტ ხაჩატრიანის შესრულებებმა და სკოლის მოწაფეთა დეკლამაციამ. სოფელი ჰეშტია იმ დღეს გაჟღენთილი იყო მისი შვილის ნაწარმოებების სუნთქვით, ცაში კი ვიქტორ ჰოვსეფიან - დიდი პოეტის სული ტრიალიებდა.
|