1geo

fb you od

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Vashaxmadze 

2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სააგენტოს აპარატის თანამშრომლებთან.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ვიზიტთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. წინამძღვარმა მიულოცა სტუმრებს დღესასწაული - სვეტიცხოვლობა, და უსურვა ღვთიური და პროდუქტიული საქმიანობა.

შეხვედრის დროს ორი ძირითადი საკითხი იქნა განხილული: პირველი დაკავშირებული იყო საქართველოში მოქმედი ტრადიციული რელიგიური თემების დაფინანსების საკითხთან, მეორე ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამორთმეული სომხური ტაძრების დაცვისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხს.

ეპარქიის წინამძღვარმა გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის მზაობა, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების მშვიდობიანი და ერთიანი მოღვაწეობის სასარგებლოდ.

თავის მხრივ, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ეპარქიის წინამძღვარს აუწყა, რომ დაყენებული საკითხები ყოველთვის სააგენტოს ყურადღების ცენტრშია და ყველაფერი კეთდება საქართველოში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სახელმწიფოს მიერ ტრადიციული რელიგიური თემებისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენისთვის.

DSC 2764 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)