1geo

fb you od

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sanikidze 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრირებას ქართულ სივრცეში. კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დღეს სომეხთა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ახალგაზრდული პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე იმსჯელეს. კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენიმე ინიციატივა გააცნეს, მათ შორის, ღონისძიებები, რომლებიც უცხოეთში ქართულ და სომხურ დიასპორებს დააახლოებს და მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე სომხურ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს, გუბაზ სანიკიძემ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში სომხეთის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ცენტრის წარმომადგენლების მოსაზრებით, იმისთვის, რომ ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს. მათივე თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქართული ენის სწავლებას აღნიშნულ რეგიონში. ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სასაუბროდ ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რომლის ჩანაწერი ელექტრონულ მედიაში განთავსდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გუბაზ სანიკიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სტაჟირების გასავლელად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შერჩევას გეგმავს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)