1geo

fb you od

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი შეხვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0008 

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი თომას პერნიცკი ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციას. ვიზიტის ინიციატორი გახლდათ ჩეხეთის ელჩი. მაღალი რანგის სტუმარი მიიღო სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარი მიესალმა ელჩს და მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და სომხეთის კავშირს ევროპულ ღირებულებებთან, და აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დიპლომატებიროლს.

ეპარქიის წინამძღვარმა წარადგინა საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიები, სკოლები, თეატრები, კულტურული ცენტრები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში არის შესაძლებლობა სომხური განათლების, კულტურისა და სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იმ ეკლესიების დაბრუნებასთან, რომლებიც სომეხთა ეპარქიას ჩამოერთვა საბჭოთა ეპოქაში, საქართველოს სომხური სათვისტომო აგრძელებს სამოქალაქო და ეროვნულ ცხოვრებას.

ელჩმა პერნეცკიმ მადლობა გადახადა თბილი მიღებისათვის და გამოთქვა, საქართველოში მისი მისიის შესრულების ფარგლებში სომეხთა ეკლესიის მხარდაჭერის მზაობა.

საუბრის დროს შეეხნენ ჩეხეთ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) პრაქტიკა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს საქართველოში რელიგიურ თემებ ქონების დაბრუნების საკითხში.

სტუმარმა ასევე ლოცვა აღავლინა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და დაათვალიერა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)