ნინა კარაპეტიანმა საესტრადო სიმღერის მე-4 საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა მე-3 საპატიო ადგილი |
2014 წლის 7-10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდა საესტრადო სიმღერის IV საერთაშორისო კონკურსი „პიროგოვსკი როსვეტ“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 17 კონკურსანტი 16 ქვეყნიდან, კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმა ორიოდე სიტყვა კონკურსის შესახებ: კონკურსზე აუცილებელი იყო 2 სიმღერის წარმოდგენა, რომელთაგან ერთი უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელსაც წარმოადგენდა მომღერალი, მეორე კი - რუსულ ენაზე. ნინამ ქართულ ენაზე შეასრულა სიმღერა „მიყვარხარ“ (მისივე ავტორობით), რუსულად კი მან შეასრულა იულია სავიჩევას სიმღერა „თუ გულში ცხოვრობს სიყვარული“. კონკურსანტების გამოსვლებს 10-ქულიანი სისტემით აფასებდა პროფესიონალური ჟიური. კონკურსის დღეებში კონკურსანტთა გამოსვლებს თვალყურს ადევნებდა 10 ათასზე მეტი მაყურებელი. ნინა კარაპეტიანის გამოსვლას მოჰყვა მაყურებლის თბილი და მხურვალე ოვაციები. ნინა დაჯილდოვდა პრიზით „ხალხის რჩეული“. ჟიურის შეფასებით ნინა კარაპეტიანმა დაიკავა მესამე საპატიო ადგილი და მას მიენიჭა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება. კონკურსი ჩატარდა მაღალ დონეზე, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პრიზებით და სუვენირებით. კონკურსანტების მხარდასაჭერად დაპატიჟებულები იყო რუსული შოუ-ბიზნესის უამრავი ცნობილი სახე. კონკურსი დამთავრდა ბრწყინვალე ფეიერვერკით.
|