„ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „არარატიდან ევროპამდე“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში 2014 წლის 19 ოქტომბერს სერიიდან „საკვირაო ფილმები“ გაიმართა „არარატიდან ევროპამდე“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმი გაგიკ გინოსიანისა და არსენ ჰაკობიანის სცენარის მიხედვით გადაიღო რეჟოსორმა და ოპერატორმა არტაკ ავდალიანმა. თბილისელი სომეხი მაყურებლისთვის ფილმის წარსადგენად სპეციალურად ერევნიდან ჩამოსული იყო არსენ ჰაკობიანი. ფილმის დაწყებამდე სცენარის ავტორმა ისაუბრა სომეხი ადამიანის ნამდვილ სახეზე და სომხეთის, როგორც ქვეყნის შესახებ, რომელმაც პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწოფო რელიგიად და გაავრცელა ის, ფილმის გადაღებაზე, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის შესრულებულ სამუშაოებზე. მიზანი იყო დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით ეჩვენებინათ ევროპაში სომხური ეკლესიათმშენებლო „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით. თბილისელმა სომეხმა მაყურებელმა აღფრთოვანებით უყურა ფილმს. გადაღებული კადრები და სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა და სასულიერო პირთა მონაყოლის ჩანაწერები, მათ ქვეყნებში კულტურული ძეგლების შექმნაში სომეხი ადამიანის დატოვებულ კვალზე, მაყურებლისთვის სიმართლის ნამდვილი დასტურია. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებლის დასმულ შეკითვებს სიამოვნებით უპასუხა სცენარის ავტორმა, ბოლოს კი დასძინა, რომ ფილმი გახმოვანებულია ხუთ ენაზე და ის ყველგან მიიღება დიდი ინტერესით.
|