ერევნის მერიის დელეგაციის ვიზიტი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
2014 წლის 25-26 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს სტუმრობდა ერევნის მერიის დელეგაცია, ერევნის მერის მოადგილის დავით ოჰანიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მერიის აპარატის უფროსი სერგეი მაკარიანი, პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ჰაკობიანი და ქალაქ ერევნის აჯაფნიაკ რაიონის გამგებელი არტავაზდ სარგსიანი. 26 ოქტომბერს, საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში, დელეგაცია ეწვია ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. სტუმრები დაესწრნენ საკვირაო ღვთისმსახურებას, მოისმინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ქადაგება დღის საიდუმლოზე, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს სომხურ ტაძარში. წირვის შემდეგ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში სტუმრები მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა სტუმრებს აუწყა ქალაქის დღესასწაულში თბილისის სომხური სათვისტომოს მონაწილეობისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დროს საუბარი იყო ასევე „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა და სურბ ნორაშენ ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სტუმრებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის და ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრის სამველ აღეკიანის თანხლებით დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმა შემდეგ ერევნიდან ჩამოსული დელეგაცია ეწვია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც ეპარქიის წინამძღვარმა ჩაატარა პანაშვიდი. სტუმრებმა პატივი მიაგეს სომეხ დიდებულთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები. ერევნის მერიის დელეგაცია ეწვია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ იური ვარდანიანს. საუბრის დროს განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა ორ დედაქალაქს.
|