„ნერსეს შნორჰალი“ გუნდის სოლო კონცერტი ახალციხეში |
2014 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული ანსამბლი სოლო კონცერტით გამოვიდა ახალციხეში. გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა თბილისობის დღესასწაულს. საზეიმო დღის განწყობა გუნდის წევრებისაგან გადაეცათ ადგილობრივ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში შეკრებილებს, სადაც განზრახული იყო კონცერტის ჩატარება. ეკლესიის სამღვდელოებისა და სათვისტომოს ძალისხმევით მალევე მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, სულიერი მამების კურთხევის მიღების შემდეგ ეკლესიაში გაავრცელდა სასულიერო და ხალხური სიმღერები „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის შესრულებით. ქორმაისტერ მარია აბულიანისა და პიანისტ კარენ მირზოიანის ხელმძღვანელობით ანსამბლის სოლო კონცერტმა დაიმსახურა შეკრებილთა თბილი მიღება. შემდეგ „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლი ეწვია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს, სტუმრებს მიესალმა და ახალგაზრდებისათვის სომხებით დასახლებული რეგიონის გაცნობის მიზანს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა ედუარდ აივაზიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა მოუწოდა მსგავსი ვიზიტებით ცენტრების თანამშრომლობის გააქტიურებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მეგობრული ურთიერთობების დამყარებასა და ერთობლივი მოღვაწეობის წარმართვას. ამ უკანასკნელმა ახალგაზრდულ ცენტრს საჩუქრად გადასცა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოებ სომხებით დასახლებულ რეგიონში სტუმრებმა დაათვალიერეს ასევე სომხური სასულიერო ძეგლი „სურბ ნშან“ ტაძარი. ახალგაზრდებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა წმინდა ტაძარმა, მათ მოისმინეს ეკლესიის ისტორიის შესახებ სულიერი მამების მონაყოლი და სიამოვნებით შეასრულეს სასულიერო სიმღერები. „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის წევრები ეწვივნენ ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირს. დაათვალიერეს ცენტრის ექსპონატები, კავშირის თავმჯდომარისგან - ალექსანდრე იგითხანიანისაგან შეიტყვეს ვაჰრამ გაიფეჭიან- შემოქმედის, მისი სახელობის კავშირის და ცენტრის მოღვაწეობის შესახებ. „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმა
|