1geo

fb you od

მომლოცველობა სტეფანავანის უძველესი ეკლესიებისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

stephanavan 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ეკლესიის სულიერი მსახურის მამა მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით მომლოცველობა შეასრულა სტეფანავანის უძველესი მონასტრებისკენ.

მომლოცველ დაიწყო ლორეს ციხე-სიმაგრიდან. მომლოცველებს იქ დახვდა ციხე-სიმაგრის პასუხისმგებელი. მან სიამოვნებით ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მფარველობით ციხეში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ. შემდეგ მომლოცველებმა დაათვალიერეს ტაძარი „სურბ მანუკ“, რომელიც ოდესღაც იყო სამეფო ზეიმების დარბაზი. შემდგომ, მე -17 საუკუნეში, ის გახდა სულიერი ცენტრი და აშენდა პირველი სამრეკლო. სამწუხაროდ, ტაძარი ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. „სურბ მანუკ“ ტაძარში მანუკ ზეინალიანის მიერ შესრულდა აღსარების წესი და ყველა ოცდასამმა მომლოცველმა მიიღო ზიარება.

მომლოცველები ეწვივნენ ასევე სოფელ კურთანის ჰნევანქის „სურბ ასტვაწაწინ ეკლესიას“. ნახევრადჩამონგრეულ, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფ უძველეს ტაძარ ჰქონდა რწმენის სიძლიერე. ეკლესიაში მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკლესიის დანგრევის საფრთხისაგან გადარჩენის ვედრებით.

ღვთის სახლში მისვლით მომლოცველებს სულიერი დიდი ძალა შეემატათ, გვიან საღამოს ისინი დაბრუნდნენ თბილისში.

10730979 514720731997408 96600493413678325 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)