1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდები გაეცნნენ არცახის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Amaras 

2014 წლის 21-23 ოქტომბერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების 20 აქტიური წევრისგან შემდგარი ჯგუფი, განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მთიანი ყარაბაის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის გარშემო გაერთიანებული თბილისელი და საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისათვის ისტორიული სომხეთისა და არცახის სულიერი და კულტურული ძეგლებ და არცახის გმირული მოსახლეობის გაცნობა იყო. ვიზიტი განხორციელდა სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, რისთვისაც საქართველოს სომეხთა ეპარქია და მისი ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლობას უხდის სამინისტროს.

ახალგაზრდობის შემეცნებითი ხასიათის ვიზიტი დაიწყო სოფელ ტათევის ზღაპარული ბუნებისა და გინესის რეკორდების წიგნში შესული მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზის ტკბობით, საიდანაც ახლგაზრდების თვალწინ თორმეტი წუთის განმავლობაში იშლებოდა შემოდგომის მშვენიერი ხედი: მოოქროვილი ბუნება, განდეგილთა მონასტერი, გიგანტური კლდეები და მდინარე ვოროტანი.

ეს ყველაფერი გამთლიანდა ტათევის სამონასტრო კომპლექსში ეკლესიებზე მიღებული ინფორმაციით, ერის გმირი შვილის გარეგინ ნჟდეჰის ოთახიდან მიღებული შთაბეჭდილებით და კომპლექსის სამრეწველო ნაწილის სრულყოფილებით - ზეთის გადამამაუშავებელი, მისი ტექნიკური აღჭურვილობით.

შორეული თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდული დელეგაციის წევრები და განყოფილების დირექტორი სტეფანაკერტში, მყრ-ის კულტურის სამინისტორში მიიღო მინისტრმა ნარინე აღაბალიანმა. მინისტრი მიესალმა ახალგაზრდებს, ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოს სომეხ ახალგაზრდებთან ურთიერთობების გააქტიურებას და ამაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის როლს. „თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველი სომეხი ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიდეს და ნახოს არცახი, იგრძნოს ამ მიწის ძალა, იურთიერთოს აქ მცხოვრბლებთან. მსგავსი თანამშრომლობა და კავშირები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და საერთოდ ეროვნულობის შენარჩუნებისათვიმნიშვნელოვანი ფაქტორებია, - დასძინა მინისტრმა.

შეხვედრის დროს იყო შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების წინადადებები, რაც ორივე მხარემ მიიღო მზაობით. საქართველო სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებამ სიამოვნებით მიიღო ყარაბაღში გასამართ ეთნოგრაფიული ცეკვის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიწვევა. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ყარაბაღის ტრადიციული „ჟენგილიანი პურით“ ...

ახალგაზრდების ჯგუფმა მოინახულა შუშის „სურბ ღაზანჩეცოს ამენაფრკიჩ“ ეკლესია. „მამაო ჩვენოს“ ლოცვის შემდეგ ახალგაზრდებმა შეასრულეს კომიტასის უფალო შეგვიწყალე, საგალობლები, ჩავიდნენ ეკლესიის იდუმალ სარდაფში ...

ვიზიტის ორდღიანი პროგრამა ძალზედ დატვირთული იყო, სულიერი ძეგლებითა და საერო შენობებით მიღებული შთაბეჭდილებები - წარუშლელი. საინტერესო იყო ხალიჩების მუზეუმი, მისი უნიკალური ხალიჩების ქსოვის თავისებურებებით, ჰუნოტის ხეობა, სამოთხის ხედით, ტიგრანაკერტის მუზეუმი, განძასარის ეკლესია, ამარასის სამონასტრო კომპლექსი. ახალგაზრდების ჯგუფი იყო ასევე სტეფანაკერტში მყრ-ის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის გალერეაში. ახალგაზრდებმა ღელვით, მაგრამ სიამაყით ქედი მოიხარეს სამშობლოსა და ერისათვის თავდადებული გმირების ხსოვნის წინაშე.

არცახის გმირული და შემოქმედი ხალხის გმირული ნებით შთაგონებული საქართველოს ახალგაზრდები დაბრუნდნენ თბილისში, თან ჩამოიტანეს ახალადშეძენილი მეგობრების კეთილი სურვილები და კვლავ შეხვედრის მოლოდინი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)