საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიას |
2014 წლის 5 ნოემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა სტუმარს და წარმატებები უსურვა საქართველოში დაწყებული აღწერის პროცესს. მისი ყოვლადუსამღვდელო საუბრისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეეხნენ საკითხებს, რომლებიც აღელვებს საქართველოს სომეხთა ეპარქიას. მისმა უსამღვდელოესობამ წარმოადგინა საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიები და სულიერ მსახურთა რაოდენობა, ქვეყანაში ეკლესიის დღევანდელი მისიის ფარგლები. წინამძღვარმა მიმართა ქალბატონ შამანიდს, რათა ამ უკანასკნელმა მხარდაჭერა აღმოუჩინოს ეპარქიას საქართველოში მომსახურე სამღვდელოების ბინადრობასთან დაკავშირებულ საკითხების გადაწყვეტაში. არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მაღალი რანგის სტუმარს წარმოუდგინა სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში მცხოვრები იმ მოქალაქეების საკითხები, რომლებსაც მეორე ქვეყნის მოქალაქეობის ქონის გამო ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა და წარმოდგენაც კი არა აქვთ იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, რომ შეიძლება წარმოეშვათ მათ. სამცხე-ჯავახეთის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდიმ ყურადღებით მოისმინა დასმული საკითხები, მათი შესწავლისა და შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერის პირობა დადო. შეხვედრის დასასრულს არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ქალბატონი სოფიო მიიწვია ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანის ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად.
|