გაიმართა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის რეგიონალური საქართველოს კომისიის მორიგი კრება |
2014 წლის 4 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის რეგიონალური საქართველოს კომისიის მორიგი კრება. კრება ლოცვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ მისმა ყოვლადუსამღვდე-ლ საქართველოს არასამთავრობო, სახელმწიფო სტრუქტურათა და ინდივიდუალურ მოღვაწეთა, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ფარგლებში პროგრამების განხორციელების, სურვილის გათვალისწინებით, ამიერიდან კომისია უხელმძღვანელებს წარმოდგენილი ინიციატივების კოორდინირებას და იკისრებს მათი მხარდაჭერის ვალდებულებას. აღნიშნული ინიციატივით კომისია განცხადებით გამოვა საქართველოს სომეხი საზოგადოების წინაშე. კომისიის წევრებმა მიიღეს წარმოდგენილი წინადადება და განხილვების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ მიდგომის შესაბამისად მოღვაწეობის შესახებ. სხდომის დროს განიხილეს ასევე გაეროს მიერ მიღებული "გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ“ კონვენციის 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, ამ დღის აღნიშვნა. გადაწყდა მიღების ორგანიზება, დიპლომატიური კორპუსის, კულტურული, ეროვნული, რელიგიური სტრუქტურების წარმომადგენლების გადაწყდა ღონსძიების ფარგლებში სპეციალური სიგელების გადაცემა იმ ქვეყნების საელჩოთათვის, რომლებმაც აღიარეს და დაგმეს სომეხთა გენოციდი. კომისიის წევრმა მრჩევლებმა კი გადაწყვიტეს სხვადასხვა ქვეყნების საელჩოთათვის მიმართვა, სომეხთა გენოციდის ცნობისა და დაგმობის თხოვნით. კომისიამ გადაწყვიტა ასევე თბილისის, საქართველოს სომხებით კომპაქტურად დასახლებული რაიონების შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის მიმართვა, 24 აპრილის სომეხი მოსახლეობის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის არასამუშაო დღედ გამოცხადების თხოვნით. კრების დროს განხილულიქნა ასევე სომეხთა გენოციდის შესახებ ქართულენოვანი საზოგადოებრიობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით აღნიშნულ თემაზე ქართულ ენაზე ბუკლეტის გამოცემის საჭიროება. კომიტეტის წევრებმა შესთავაზეს ღონისძიებებში ქართული საზოგადოების წევრებისა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული და რელიგიური თემების წარმომადგენელთა უფრო მეტად ჩართვა. კომისიამ გადაწყვიტა შემდეგი კრების დეკემბრის პირველ ნახევარში მოწვევა.
|