ხაჩატურ ხოსტარიანის შემოქმედებითი სამყარო მინიატურაში |
2014 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა თბილისელი სომეხი მინიატურისტის, ცნობილი ოსტატის ხაჩატურ ხოსტარიანის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მხარდაჭერით. გამოფენის გახსნას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო გამოფენილ ნამუშევრებს პატარა სივრცე ეკავათ, თუმცა ისინი გამოირჩეოდნენ უნიკალურობით, ექსპონატების სინათლით შექმნილი შთაბეჭდილებით, ასევე სრულყოფილებით. დამთვალიერებლებს წარედგინა დაახლოებით სამი ათეული მინიატურული ნამუშევარი, რომლებიც ამავდროულად ესთეტიკის განუმეორებელი ნიმუშები იყო. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და ხაჩატურ ხოსტარიანის ხელოვნების წარსადგენად სიტყვა გადასცა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს მერუჟან შაუმიანს. შემოქმედებითი წარმოუდგენელი უნარით დაჯილდოებულ ხელოვანს მიმართა რა ქების სიტყვით, მინიატურისტმა შაუმიანმა მაღალი შეფასება მისცა ხოსტარიან-ოსტატი მრავალი წლის განმავლობაში იგი დაკავებული იყო ჭედურობით, შემთხვევით ლოკოკინას ნიჟარას ფერების მიმზიდველობამ ოსტატი შთააგონა ამ ფერების გამოყენებით და ჰარმონიულობით ლოკოკინას ნიჟარაზე ფერწერული სურათების შესაქმნელად. და აი ერთ ნიჟარას მეორე მოჰყვა, მესამე და შეიქმნა ექსპონატთა მდიდარი სამყარო. ლოკოკინას ნიჟარაზე სკრუპულოზური შრომით შექმნილი გამოსახულებები ოსტატ ხოსტარიანის ჩანაფიქრით ხდება ხელოვნების ნიმუშები, გამოფენაზე წარმოდგენილი შანდლების ანთებული სანთელი კი წარმოაჩენდა ლოკოკინას ნიჟარას ფერწერას - მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ტაძარი, თბილისის სხვადასხვა ხედები, წმინდა სამების ტაძარი, ბუნების სურათები, და ა.შ. ხაჩატურ ხოსტარიანის ზღაპრულ ექსპონატებზე საუბრისას, გამომსველელებმა - ფერმწერმა გოჰარ ჰაკობიანმა, მეთოჯინე ჟანა დავთიანმა, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა, „ფიროსმანის“ ასოციაციისა და სახლ-მუზეუმის წარმომადგენლებმა და სხვებმა ხაზი გაუსვეს ოსტატის მდიდარ ფანტაზიას, მხატვრის პალიტრის ფერების სიმდიდრესა და სურათების ჰარმონიას. გააჟღერდა ხაჩატურ ხოსტარიანის ხელოვნების ერევნის ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის წარდგენის წინადადება.
|